Frequency of Abortions and Caesarean Sections, Risks and their Management
PDF

Keywords

მკვდრადშობადობა, რისკები, მართვა.

How to Cite

Kandelaki, I., & Vasadze, O. (2016). Frequency of Abortions and Caesarean Sections, Risks and their Management. Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 1(2). Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/31

Abstract

მკვდრადშობადობას მრავალი ფაქტორი იწვევს,თუმცა გარკვეულ შემთხვევებსი მისი ზუსტი მიზეზის
დადგენა ვერ ხერხდება. საყურადღებო ფაქტია, რომ საქართველოში 2009-10 წლებში შობადობის
მაჩვენებლის უმნიშვნელო სხვაობის ფონზე მკვდრადშობადობის მაჩვენებელი თითქმის 30%-ით
გაიზარდა. მკვდრადშობადობის მიზეზებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ორსულობის
პერიოდში თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებასა და მემკვიდრეობით დაავადებეს. თამბაქოს კვამლი
შეიცავს 4 000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, როგორებიცაა ციანიდი, ტყვია და რაც ყველაზე საშიშია -
ნიკოტინს და მხუთავი აირს. სწორედ ეს ნივთიერებები იწევს ნაყოფის ყველა ანომალიას. ნიკოტინი და
მხუთავი აირი ამცირებს ნაყოფთან ჟანგბადის მიწოდებას, რაც იწვევს ნაადრევ მშობიარობას, ჩვილის
პატარა წონას ან სულაც მკვდარშობადობას. ნიკოტინი ავიწროვებს სისხლძარღვებს, მათ შორის
ჭიპლარის სისხლძარღვებსაც, რაც აფერხებს ნაყოფიფისთვის ჟანგბადის მიწოდებას. ერითროციტები,
რომელთაც ჟანგბადის მოლეკულები გადააქვთ, მწეველი დედის ორგანიზმში მხუთავი აირის
ტრანსპორტირებასაც ახორციელებენ. ანუ ნაყოფს შევიწროებული ჭიპლარის არტერიიდან საჭიროზე
ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება, რომელსაც თან მომწამვლელი მხუთავი აირი ახლავს თან. ასევე
მნიშვნელოვანია ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და გინეკოლოგთან ვიზიტებზე უარის თქმა არის ის
ძირითადი ფაქტორები, რომლებიც შეიძლება ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილის მიზეზი გახდენ.
რაც შეეხება მემკვიდრეობით დაავადებებს, მათი სპექტრი ძალზე ფართოა და მოიცავს 4500-ზე მეტ
ფორმას. მაგალითად, ნერვულ დაავადებათა ჯგუფი 300-ზე მეტ მემკვიდრეობით დაავადებას
აერთიანებს, დერმატოლოგიურ და ოფთალმოლოგიურ დაავადებათა ჯგუფი - 250-ზე მეტს. ზოგიერთი
ფორმა ძალზე იშვიათია და ექიმი თავისი პრაქტიკის განმავლობაში შესაძლოა ვერც კი შეხვდეს მას, არ
მიეცეს მასზე დაკვირვების, მისი აღწერის საშუალება. მემკვიდრეობით დაავადებათა დიაგნოსტიკა
კლინიკური, გენეალოგიური და პარაკლინიკური კვლევის შედეგებს ეფუძნება. ექიმს მემკვიდრეობითი
დაავადება რომ არ გამოეპაროს, მას უნდა ახსოვდეს, რომ მემკვიდრეობითი დაავადება შეიძლება
არამემკვიდრეობითის სიმპტომებით შეინიღბოს. ხანდახან ის თან ახლავს ძირითად, არამემკვიდრეობით დაავადებას, რომლის გამოც პაციენტმა კლინიკას მიმართა. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას,
რომ, ერთი მხრივ, მემკვიდრეობითი დაავადებების ასეთი მრავალფეროვნების და, მეორე მხრივ,
ზოგიერთი მათგანის იშვიათობის გამო ექიმს შესაძლოა არ ჰქონდეს ის ცოდნა, რომელიც საჭიროა
არათუ ყველა მემკვიდრეობითი დაავადების,არამედ თუნდაც მხოლოდ თავის სპეციალობაში
არსებული იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკისთვის. ამიტომ, მან აუცილებლად უნდა იცოდეს ის
ძირითადი პრინციპები, რომელის საშუალებას მისცემს ივარაუდოს ესა თუ ის მემკვიდრეობითი
დაავადება, შემდეგ კი ექიმ გენეტიკოსთან კონსულტაციის საფუძველზე დასვას ზუსტი დიაგნოზი. რაც
შეეხება მომავალმა დედებმა უნდა გაითვალიწინონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელი
ცხოვრების წესი, ხოლო ორსულებმა აუცილებლად უნდა გაიარონ ანტენატალური მეთვალყურეობა,
რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილის რისკები.

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2024 Irina Kandelaki, Otar Vasadze