Abstract
განხილულ იქნა საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში მკვდრადშობადობის მაჩვენებელი,
რომლის თანახმადაც მკვდრადშობადობა მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა განვითარებულ ქვეყნებთან
შედარებით მაღალი რჩება. მკვდრადშობადობის მიზეზების შესწავლა კვლავ გამოწვევად რჩება. 2015
წელს NCDC-ს თანახმად, დაფიქსირდა მკვდრადშობადობის 589 შემთხვევა და მკვდრადშობადობის
მაჩვენებელმა 1000 დაბადებულზე 9.8 შეადგინა. 2006 წელთან შედარებით, 2015 წელს ქვეყანაში
მკვდრადშობადობის მაჩვენებელი 1000 დაბადებულზე 17-დან 10-მდე შემცირდა. შრომის, ჯანმრთელობის
და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთობლივი აქტივობების
შედეგად მოხდა მკვდრადშობადობის შემთხვევათა გადამოწმება და შეჯერება, და ასევე ისტორიების
შესწავლა. სამედიცინო ჩანაწერების თანახმად, მკვდრადშობადობის 82% მოხდა ანტენატალურ პერიოდში,
14% ინტრანატალურ პერიოდში, ხოლო 4%-ში ნაყოფის გარდაცვალების დროის დადგენა სამედიცინო
დოკუმენტაციის მიხედვით ვერ მოხერხდა. ანტენატალურ პერიოდში მკვდრადშობილთა შორის 31%
დაფიქსირებულ იქნა ორსულობის 22-27 კვირის ვადაზე, 27% - ორსულობის 28-33 კვირაზე, 13% და 29%
შესაბამისად - 34-36 და 37-41 კვირის ორსულობის ვადაზე. ინტრანატალურ პერიოდში გარდაცვლილ
ნაყოფთა (14%) შორის, შემთხვევათა 64% დაფიქსირდა ორსულობის 22-27 კვირის ვადაზე, 16% -
ორსულობის 28-33 კვირის ვადაზე, ხოლო მკვდრადშობადობის 6% და 14% შესაბამისად დადგა
ორსულობის 34-36 და ≥37 კვირის ვადაზე. გესტაციური ასაკის (≥37) მკვდრადშობილთა წონა დაბადებისას
იყო 2400 გრამზე მეტი.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2017 ივანე ბურჯანაძე, ელზა ნიკოლეიშვილი