აივ შიდსი და მისი მკურნალობის ეთიკური ასპექტები
PDF

Keywords

აივ შიდსი,რეტროვირუსი, ლიმფადენოპათია, პოლიმერაზა, ევთანაზია, აბორტი

How to Cite

ცეცხლაძე ვ., & ყაზახაშვილი ნ. (2017). აივ შიდსი და მისი მკურნალობის ეთიკური ასპექტები . Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 1(1), 100. Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/99

Abstract

აივ შიდსი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის მედიცინის ერთ-ერთ უმწვავეს
პრობლემას წარმოდგენს. შიდსი ნელა პროგრესირებადი ინფექციური დაავადებაა, მას იწვევს ადამიანის
იმუნოდეფიციტის სინდრომი (აივ), რომელიც ორგანიზმში შეჭრის შემდეგ აზიანებს ადამიანის იმუნურ
სისტემას და მწყობრიდან გამოჰყავს ის. აივ მიეკუთვნება რეტროვირუსების ოჯახს. მისი სამიზნე
უჯრედებია ლიმფოციტები, მონოციტ/მაკროფაგები, ფოლიკულურ-დენდრიტული უჯრედები.
განსხვავებენ აივ ინფექციის სამ მიმდინაეობას: 1.ტიპიური მიმდინარეობა-ინფიცირებულთა 80-90 %,
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 10 წელია. 2.სწრაფად პროგრესირებადი-ინფიცირებულთა 10-15
%,და დაავადება 3-4წელიწადში პროგრესირებს.3.ხანგრძლივად არაპროგრესირებადი-ინფიცირებულები,
რომელთა დაავადება ხანგრძლივი დროის მანძილზე 10-15 წელი არ გადადის შიდსში.დაავადების
სიმპტომებს მიეკუთვნება: ლიმფადენოპათია, სისუსტე, ფაღარათი, წითელი ფერის გამონაყარი კანსა და
ლორწოვან გარსებზე, ნერვული სისტემის დაზიანება. შიდსის განვითარების რისკ-ფაქტორებია -
ნარკოტიკის გამოყენება, ჰეტერო/ჰომო სექსუალური კონტაქტები, აივ ინფიცირებულის სისხლის
გადასხმა, ასევე ის გადადის ორსულობის პერიოდში ,მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს დედიდან
შვილზე, არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება, ტატუირება, პირსინგი. დაავადების
დიაგნოსტიკაში გადამწყვეტს წარმოადგენს ლაბორატორიული გამოკვლევა. დიაგნოსტიკის ძირითადი
საშუალებებია სისხლში აივ საწინააღმდეგო ანტისხეულების და ვირუსის გენეტიკური მასალის
განსაზღვრა. მკურნალობის დროს მიმართავენ ანტირეტროვირუსულ, ოპორტუნისტული ინფექციებისა
და სიმსივნეების მკურნალობას და იმუნორეაბილიტაციას. აივ სკრინინგი ხორციელდება (ELISA)
მეთოდით, რათა ამოიცნონ სისხლში არსებობს თუ არა ანტისხეულები აივის წინააღმდეგ, ასევე
დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება WESTERN BLOT-ის ანალიზი, რომელიც ამოიცნობს სპეციფიურ ცილებს
მოცემულ ქსოვილში ან უჯრედებში. დიაგნოზის დასაზუსტებლად იყენებენ პოლიმერაზულ ჯაჭვურ
რეაქციას (PCR), რომელიც სენსიტურობით გამოირჩევა.WHO-ს მონაცემებით, შიდსს მსოფლიოში
სიკვდილიანობის მიზეზთა შორის მეოთხე ადგილი უკავია.მთლიანად მსოფლიოში აივ ინფიცირებულთა
რიცხვი იზრდება. 2003 წლის მონაცემებით 40 მლნ ადამიანია დაინფიცირებული. ყოველდღიურად
აღირიცხება 14 000 ახალი შემთვევა. 2005 წელს დაინფიცირდა 4,9 მლნ ადამიანი და გარდაიცვალა 3,1მლნ.
საქართველოში 2012 წელს დაინფიცირებულთა რაოდენამ 3641 ს მიაღწია. აივ ინფიცირების დროს
წარმოიქმნება ეთიკური პრობლემები. სპეციალისტების მიერ მათ მკურნალობაზე უარის განცხადების
ფაქტი ჰიპოკრატეს ექიმის ფიცის დარღვევად უნდა შეფასდეს, რაც გამოწვეულია დასნებოვნების შიშით,
დაზღვევის ორგანოები კავშირს არ ამყარებენ და მათზე ზრუნვას მიზანშეუწონლად თვლიან,
დაავადებულები საზოგადოებიდან ირიყებიან, დაავადებულთა 50 % მიმართავს ევთანაზიას..ეთიკური
ხასიათის სიძნელეები წარმოიშობა ორსული ქალის აბორტის ან მშობიარობის დროს. აბორტი
გამართლებულია, რადგან დამტკიცებულია ნაყოფის დასნებოვნების შესაძლებლობის მაღალი რისკი.
ეთიკურ პრობლემებს წარმოშობს დაავადებულთა წამლებით მომარაგების, მათი მოთხოვნების
დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის დროს წარმოშობილი სიძნელეები. დგება საკითხი ექიმის
მორალური ქცევის შესახებ. აქვს თუ არა ექიმს იმის უფლება, რომ გამოუწეროს „სიკვდილ მისჯილ
პაციენტს „წამალი, რომლის შეძენის საშუალება არ აქვს? როგორ უნდა შეფასდეს იმ ექიმის მორალური
ქცევა, რომელიც იძულებულია მოახდინოს პაციენტთა დიფერენციაცია, დაავადებულებს აკრძალული
აქვთ ოჯახის შექმნა. ამით შელახულია მათი მოქალაქეობრივი უფლებები.

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2017 ვერონიკა ცეცხლაძე, ნატა ყაზახაშვილი