Abstract
2008 წლის შემდეგ დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში მესამე და მომდევნო შვილების წილი
გაიზარდა. პირველი შვილის წილი შემცირდა. ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა.
საქსტატის ცნობით, ეს 2016 წელსაც გაგრძელდა და წინა წელთან შედარებით მესამე და მომდევნო
შვილის წილი 1,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რაც შეეხება დაბადებულთა რიცხოვნობას, 2016
წელს ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობამ 56 569 შეადგინა, მათ შორის 28 887 ბიჭი და 27 682 გოგო
დაიბადა, რაც "საქსტატის" ინფორმაციით, 4,5 პროცენტით ნაკლებია, რადგან ცოცხლად დაბადებულთა
რაოდენობა 2015 წელს სრულად არის 6 249. გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2016 წელს, 2015 წელთან
შედარებით 3,4 პროცენტით გაიზარდა და 50 771 შეადგინა. საქსტატმა ქორწინებისა და განქორწინებების
გასული წლის სტატისტიკაც გამოაქვეყნა. ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს 9 539 წყვილი
განქორწინდა, რაც 427-ით მეტია 2015 წელთან შედარებით. განქორწინების ყველაზე მეტი წილი 3 064
ერთეული იმ წყვილებზე მოდის, რომელთაც ქორწინებაში დაახლოებით 4 წელი გაატარეს, მას მოსდევს 2
296 ერთეულით 20 და მეტი ხანგრძლივობის ქორწინების მქონე წყვილთა განქორწინება, 2 274
განქორწინება დაფიქსირდა 5-დან 9 წლამდე ქორწინებაში მყოფ წყვილებზე. 2016 წელს განქორწინებული
წყვილების უმრავლესობა პირველ ქორწინებაში იმყოფებოდა. "საქსტატის" ცნობით, 2016 წელს
რეგისტრირებული განქორწინებების ყველაზე დიდი რაოდენობა 3 688 ერთეული თბილისზე მოდის,
2015 წელთან შედარებით ეს მაჩვენებლი 87 ერთეულით გაიზარდა. გასულ წელს 1 450 რეგისტრირებული
განქორწინება დაფიქსირდა იმერეთში, 982 კი ქვემო ქართლში. ყველაზე ცოტა 56 განქორწინება რაჭალეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დარეგისტრირდა. რაც შეეხება ქორწინებებს, გასულ წელს საქართველოში
25 101 ადამიანი დაქორწინდა და 2015 წელთან შედარებით ქორწინების რიცხვმა 4 056 ერთეულით
დაიკლო. საქსტატის ცნობით, ყველაზე მეტი ქორწინება 20-24 და 25-29 წლის ახალგაზრდებზე
მოდის. აღსანიშნავია, რომ 20-დან 24 წლამდე 7 978 ქალი, ხოლო 25-დან 29 წლამდე 7 174 კაცი
დაქორწინდა. საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს ყველაზე მეტი 7 304 ქორწინება თბილისში
დარეგისტრირდა, თუმცა ეს რიცხვი 2015 წლის მონაცემზე (8 249 ქორწინება) 945 ერთეულით ნაკლებია. 3
832 ქორწინება დარეგისტრირდა იმერეთში, 2 631 კი აჭარაში. 2016 წელს ყველაზე ცოტა, 203 ქორწინების
რეგისტრაცია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაფიქსირდა
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2017 დეა ბაღათურია