Abstract
დედის სიკვდილი არის ქალის ორსულობით განპირობებული სიკვდილი, რომელიც მოხდა ორსულობის
პერიოდში ან მისი დამთავრებიდან 42 დღის შემდეგ, ორსულობასთან დაკავშირებული რომელიმე
მიზეზით, რომელიც დამძიმდა ორსულობის, მშობიარობის ან ლოგინობის პერიოდში, მაგრამ არა
უბედური შემთხვევითან შემთვევითი მიზეზებით (WHO). ათწლეულის განვითარების მიზანთაგან ერთერთს წარმოადგენს უნივერსალური ხელმისაწვდომობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე,
ხოლო ამ მიზნის ერთ-ერთი ამოცანაა დედათა სიკვდილიანობის შემცირება. 2014 წლის Ramos3
კვლევამ
აჩვენა, რომ საქართველოში დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2006 წლიდან 2012 წლამდე შემცირდა
44.4 შემთხვევიდან 26.3 შემთხვევამდე ყოველ 100,000 ცოცხალშობილზე. ასევე, 2014 წლის Ramos3 კვლევამ
აჩვენა, რომ კიბო ჯერ კიდევ წარმოადგენს რეპროდუქციული ასაკის ქალთა გარდაცვალების წამყვან
მიზეზს და კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა შეადგენს მათი საერთო სიკვდილიანობის 45.3 % -ს.
2014 წლის კვლევამ აჩვენა , რომ ძუძუს კიბო იყო რეპროდუქციული ასაკის ქალთა გარდაცვალების
ერთადერთი წამყვანი მიზეზი (12,6%) , რასაც მოყვება ავტოსაგზაო შემთხვევები (9,3%) და საშვილოსნოს
ყელის კიბო (6,5%). რაც შეეხება პირდაპირ სამეანო სიკვდილიანობის ძირითად მიზეზებს : ინფექცია
(21,7%) და სამეანო სისხლდენა (17,4%) , ხოლო არაპირდაპირი მიზეზით გამოწვეულია სამეანო
სიკვდილიანობის 26,1 %. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში 358,000 მეტი ადამიანი კვდება ორსულობის ან
მშობიარობის შემდეგ (WHO გლობალური მონაცემები) , საქართველოში დედათა სიკვდილიანობის
მაჩვენებელი 2013 წლის მონაცემებით 41 შეადენს (NCDC).
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2017 ლაშა ხვედელიძე, ვასილ ტყეშელაშვილი