დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა
PDF

How to Cite

კანდელაკი ი. (2017). დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა. Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 1(1), 96. Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/95

Abstract

საქართველოში ბავშვთა ავადობა და სიკვდილიანობა მეტწილად თავიდან აცილებადია. ხუთ წლამდე
ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზებია: ნეონატალური პერიოდის მდგომარეობები,
პნევმონია, დიარეა და განვითარების თანდაყოლილი მანკები. ბევრ შემთხვევაში სიკვდილიანობა კვების
ნაკლებობასაც უკავშირდება. ამასთანავე, ბავშვებს შემდეგი რისკებიც ემუქრებათ: მავნე გარემო, სიმსუქნე
და ცხოვრების არაჯანსაღი წესი. ბავშვთა სიკვდილიანობის უმეტესი შემთხვევები დაბადებიდან 28 დღის
განმავლობაში ხდება. ეს ძირითადად, გამოწვეულია: დღენაკლულობით, ასფიქსიით და ინფექციებით/
პნევმონიით, რაც მთლიანობაში ახალშობილთა სიკვდილიანობის მიზეზების სამ მეოთხედს შეადგენს.
აღნიშნული მიზეზები მჭიდრო კავშირშია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ფეხმძიმობის
პერიოდში, მშობიარობის გარემოებებთან და მშობიარობის შემდეგ პირველ რამდენიმე კრიტიკულ
საათთან. მოსახლეობის დაახლოებით 50% პირდაპირ საავადმყოფოებს მიმართავს, პირველადი
ჯანდაცვის სისტემის გვერდის ავლით, რაც ამ სისტემას ფაქტიურად, უფუნქციოს ხდის. სამედიცინო
მომსახურების საფასური ხშირად ძალიან მაღალია და მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის მის
ხელმისაწვდომობას (საქართველოში თვითდაფინანსების წილის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი
მაჩვენებელი ფიქსირდება რეგიონში – ჯანდაცვის მთლიანი ხარჯის 73%). სახელმწიფოს მიერ
დაფინანსებულმა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამამ სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის
დადებითი შედეგები მოუტანა ღარიბ ოჯახებს, რომლებზეც გავრცელდა აღნიშნული დაზღვევა. 2008
წელს ბავშვის უფლებათა კომიტეტი ძალზე შეშფოთებულია ახალშობილთა სიკვდილიანობისა და
დღენაკლული ბავშვების დაბადების მაღალი მაჩვენებლით, ასევე პრენატალური და პოსტნატალური
ჯანდაცვის ზოგადი მდგომარეობით, განსაკუთრებით უმცირესობათა ჯგუფებში. მნიშვნელოვანი
პროგრესი იქნა მიღწეული ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების საქმეში. 1999 წლიდან ხუთ წლამდე
ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა ორი მესამედით, ე.ი. 1000 ცოცხლად
შობილიდან 45 ლეტალური გამოსავალი 16-მდე დაეცა 2010 წელს. ამავე პერიოდში ჩვილ ბავშვთა
სიკვდილიანობამ იკლო 42–დან 14 შემთხვევამდე 1000 ცოცხლად შობილიდან. 2009 წელს 61,677 ცოცხლად
შობილიდან ახალშობილთა 94%-ს დაბადებისას ნორმალური წონა ჰქონდა (2,499 გრამზე მეტი), ხოლო
საავადმყოფოში რეგისტრირებული ცოცხლად შობილი ბავშვების 9% ავადმყოფი დაიბადა, ან დაავადდა
დაბადების შემდეგ. ეს რაოდენობა მოიცავს გარკვეულ მდგომარეობებს, რომლებიც პერინატალურ
პერიოდში წარმოიშვა (92%) და თანდაყოლილ ანომალიებს (7%). ბავშვთა ჯანმრთელობასთან
დაკავშირებული სხვა ძირითადი პროცესები და შედეგების ინდიკატორები განხილულია წინამდებარე
ანგარიშის შემდეგ თავებში: „იმუნიზაცია“, „კვება“ და „დედათა ჯანმრთელობა“.

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2017 ირინა კანდელაკი