სარძევე ჯირკვლის კიბოს გავრცელება, რისკი და მართვა
PDF

How to Cite

შუბითიძე რ., & ყიფიანი ე. (2017). სარძევე ჯირკვლის კიბოს გავრცელება, რისკი და მართვა . Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 1(1), 91. Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/90

Abstract

2012 წელს GLOBOCAN-ის მიერ გამოქვეყნებული სარძევე ჯირკვლის კიბოს ასაკ-სტანდარტიზირებული
ავადობის მაჩვენებლების დინამიკის შეფასება გვიჩვენებს, რომ ევროპისა და აზიის ბევრ ქვეყანაში სარძევე
ჯირვლის ინციდენტობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება, ხოლო ავსტრალიაში, კანადასა და აშშ-ში
ინციდენტობა შემცირდა, რაც შეეხება ასაკ-სტანდარტიზეცული სიკვდილიანობის მაჩვენებელი კლების
ტენდენციით ხასიათდება, რაც დაკავშირებულია სკრინინგული პროგრამების დანერგვასთან.
საქართველოში ქალთა შორის კიბოს ყველაზე გავრცელებულ ლოკალიზაციად სარძევე ჯირკვლის კიბოა
მიჩნეული. მის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს რადიაციული დასხივების ზონაში ცხოვრება, ცხოვრების
არაჯანსაღი წესი, მემკვიდრული წინასწარგანწყობა, ორსულობა და მშობიარობა 30 წლის ასაკის შემდგომ,
ჭარბი წონა და გინეკოლოგიური პრობლემები. 2015 წელს სარძევე ჯირკვლის კიბოს ახალი შემთხვევების
რაოდენობა 1838 შეადგენს. მისი წილი ქალებში რეგისტრირებული ლოკალიზაციის ახალი შემთხვევების
საერთო რაოდენობაში კი 34,4%-ია. ავადობის მაჩვენებელი 100 000 ქალზე 94,7. ახალი შემთხვევების
რაოდენობა პრევალირებს 50-70 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. რეგისტრის მონაცემების მიხედვით სარძევე
ჯირკვლის კიბოს ახალი შემთხვევების მხოლოდ 52,2%- ია გამოვლენილი I და II სტადიაში, III სტადიაში
25,9%, IV- ში კი 14,1%, უცნობია -8,1%. 2011 წლიდან საქართველოში მოქმედებს სარძევე ჯირკვლის კიბოს
სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 40-70 წლის ქალების გამოკვლებას.
მიზნობრივი ასაკობრივი ჯგუფებიდან 2015 წელს გამოკვლევა ჩაიტარა 10,4%. კიბოს სკრინინგის
პროგრამის ფარგლებში 2015 წელს ჩატარებული გამოკვლევების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით
მცირედით გაზრდილია.

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2017 რუსუდან შუბითიძე, ეთერ ყიფიანი