ღვიძლის კიბოს გავრცელება, რისკები და მათი მართვა
PDF

How to Cite

ნადირაშვილი მ. (2017). ღვიძლის კიბოს გავრცელება, რისკები და მათი მართვა . Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 1(1), 90. Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/89

Abstract

ღვიძლის კიბო ავთვისებიანი სიმსივნეების დაახლოებით 1-1,5%-ს შეადგენს. იგი განსაკუთრებით დიდ
პრობლემას ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ქმნის, სადაც, არსებული შეფასების მიხედვით, 2012 წელს
მსოფლიოში დიაგნოსტირებული 782 000 ახალი შემთხვევიდან 83% გამოვლინდა. 2012 წელს მამაკაცებში
გამოვლენილი 554 000 და ქალებში დიაგნოსტირებული 228 000 ახალი შემთხვევით იგი მამაკაცთა შორის
მეხუთე ადგილზეა, ხოლო ქალთა შორის - მეცხრე ადგილზე. მამაკაცებში მაღალი ინციდენტობის
რეგიონებს აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია (ასაკ-სტანდარტიზებული ინციდენტობის
მაჩვენებლებია 31.9 და 22.2 შესაბამისად) წარმოადგენს. საშუალო მაჩვენებლები ვლინდება სამხრეთ
ვროპასა (9.5) და ჩრდილოეთ ამერიკაში (9.3), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებლებია ჩრდილოეთ
ევროპასა (4.6) და სამხრეთ-ცენტრალურ აზიაში (3.7). ქალებში მაჩვენებლები გაცილებით დაბალია,
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვლინდება აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკის დასავლეთში (10.2 და 8.1
შესაბამისად), ხოლო ყველაზე დაბალი - ჩრდილოეთ ევროპაში (1.9). მთელს მსოფლიოში ღვიძლის კიბოს
განვითარების მთავარი რისკ-ფაქტორებია ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირება და აფლატოქსინით
დაბინძურებული საკვების გამოყენება. ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტები - როგორც ციროზის
განვითარებით, ისე პირდაპირ იწვევენ ღვიძლის სიმსივნურ გადაგვარებას. დღეს სერიოზული სამუშაოები
მიმდინარეობს ვირუსული B ჰეპატიტის პროფილაქტიკური ვაქცინაციის ირგვლივ, რამდენადაც
ჰეპატოცელულარული კარცინომის ყველაზე ხშირ მიზეზს სწორედ იგი წარმოადგენს; ბავშვებში B
ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრებმა შეამცირა ჰეპატიტის ინფექციის გავრცელება ჩინეთში, კორეაში და
დასავლეთ აფრიკაში. ასევე აღსანიშნავია ნებისმიერი ეტიოლოგიის ღვიძლის ციროზი, ალკოჰოლური
ინტოქსიკაცია, ნაღველგამომტანი გზების დაავადებები, ქიმიური თუ მედიკამენტური მოწამვლა.
განვითარებულ ქვეყნებში ღვიძლის კიბო შემთხვევათა 80-90%-ში ალკოჰოლური ციროზის ფონზე
ვითარდება; პრევენციული ღონისძიებები სამ ნაწილად იყოფა: პირველადი, მეორეული და მესამეული
პრევენცია. კიბოს გავრცელების შემცირებაზე მიმართული ინტერვენციების განხორციელება
შეუძლებელია სარწმუნო და ხარისხიანი მონაცემების გარეშე. კიბოს კვლევის საერთასორისო სააგენტოს
რეკომენდაციით, განვითარებად ქვეყნებში, სადაც ავადობის და სიკვდილიანობის შესახებ მონაცემთა
ხარისხი არასათანადოა, რეკომენდებულია კიბოს რეგისტრის შემოღება. ონკოლოგიური დაავადების
პროფილაქტიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჰეპატიტების წინააღმდეგ ბრძოლას, ჯანსაღი
ცხოვრების წესის დანერგვას. ასევე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის პირველადი რგოლის ექიმების,
ექთნების განათლება კიბოს განვითრების ხელშემწყობი რისკის ფაქტორების და პაციენტთა
კონსულტირების შესახებ.

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2017 მარიამ ნადირაშვილი