Abstract
ფილტვის კიბო თანამედროვე ონკოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს.
ფილტვის კიბოთი ყოველწლიურად 1 მლნ., ყოველდღიურად კი 3.000 ადამიანი იღუპეპა, ეს იმას ნიშნავს,
რომ ყოველ ნახევარ საათში პლანეტის რომელიმე წერტილში ერთი ადამიანი მაინც კვდება ფილტვის
კიბოს გამო. დაავადებას უკავშირებენ თამბაქოს მწეველთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას, ჰაერში
გადასული სამრეწველო ნარჩენების შესუნთქვას და სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებების არსებობას.
სიგარეტის მოწევა განაპირობებს ფილტვის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით 90%-ს. თამბაქოს ბოლი
საშიშია დახურულ შენობაში არამწეველთათვისაც. ფილტვის კიბოთი დაავადების რისკი მნიშვნელოვნად
მატულობს, როცა თამბაქოს მოწევა შერწყმულია სხვა კანცეროგენული ფაქტორების ზემოქმედებასთან.
ფილტვის კიბოს მომატებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან: თამბაქოს მწეველები, განსაკუთრებით 50
წელს გადაცილებულები და 25 წელზე მეტი ხანგრძლივობის მწეველობის სტაჟით; ადამიანები,
რომლებსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰქონდათ კონტაქტი აზბესტის, ქრომის, ნიკელის,
დარიშხანის ნაერთებთან და მათ წარმოებასთან; დაბინძურებულ გარემოში ხანგრძლივად მცხოვრები
ადამიანები და სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებების მქონე პირები. მიუხედავად
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციებსა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის
გაუმჯობესების ცალსახა პროგრესისა, არაგადამდები დაავადებები (აგდ) კვლავაც მნიშვნელოვან
გამოწვევად რჩება საქართველოს ჯანდაცვის სისტემისათვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის
2014 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სიკვდილიანობის 94% გამოწვეულია არაგადამდები
დაავადებებით. ამასთან, მოდის 14% მოდის - ონკოლოგიურ დაავადებებზე. ფილტვის კიბოს რისკების
მართვის მიზნით რეკომენდებულია: (1) საერთაშორისო თანამშრომლობის და ეროვნულ დონეზე
პროპაგანდის გაძლიერება აგდ პრევენციის და კონტროლის ღონისძიებების ქვეყნის ჯანდაცვის ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად აღიარების მისაღწევად; (2) ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება
აგდ პრევენციის და კონტროლის ღონისძიებათა შემუშავებაში, განხორციელებასა და შეფასებაში; (3) აგდ
და მათთან ასოცირებული დეტერმინანტების მონიტორინგისა და ეპიდზედამხედველობის გაძლიერება;
(4) აგდ რისკის ფაქტორების მოდიფიცირების გაუმჯობესება ჯანმრთელობის ხელშეწყობის და
მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების გზით; (5) აგდ და ბიოლოგიური რისკის ფაქტორების
სკრინინგი და მართვა; (6) აგდ მართვის სამედიცინო მომსახურებასა და მის მედიკამენტურ
მკურნალობაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; (7) აგდ და რისკის ფაქტორების
სკრინინგის და მართვის ხარისხის გაუმჯობესება
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2017 ეკა თოფურია, ვასილ ტყეშელაშვილი