Abstract
GLOBOCAN/IARC (2012) მონაცემებით მსოფლიოში პროსტატის კიბოთი ყოველწლიურად
ავადდება 1.1 მილიონი და ამავე მიზეზით გარდაიცვლება 307,000 მამაკაცი. ჩვენს მიერ ჩატარდა
დესკრიპტული ეპიდემიოლოგიური კვლევა. 2015-2016 წლებში თბილისში ყოველ 100,000
მამაკაცზე პროსტატის კიბოთი ყოველწლიურად ავადდებოდა, უხეში მაჩვენებელის მიხედვით, 35
მამაკაცი, ხოლო ASR-ით - 27.3. ai-ს მიხედვით პროსტატის კიბოთი ავადობის სიხშირე 55-59 წლის
ასაკიდან მკვეთრად მატულობს და აღწევს პიკურ დონეებს 75-79 ასაკობრივ ჯგუფში (299.3-301.7).
დადგენილი იქნა, რომ SRR-ით თბილისში პროსტატის კიბოთი ავადობის დონე 2.4-ჯერ დაბალია
ევროპის ქალაქებში რეგისტრირებული ავადობის საშუალო დონესთან (65.0) შედარებით. ამავე
დროს, თბილისში პროსტატის კიბოთი ავადობის დონე 3.3-ჯერ დაბალია ევროპაში ავადობის
პიკურ დონესთან შედარებით, რომელიც დაფიქსირდა იტალიის ქ.მოდენაში (89.3) და 3-ჯერ
დაბალი-მიუნხენთან შედარებით (82.5). თბილისში პროსტატის კიბოთი ავადობის სიხშირე 1.4-
ჯერ დაბალი იყო ევროპაში ამ ლოკალიზაციის კიბოთი ავადობის ყველაზე დაბალ დონესთან
შედარებით, რომელიც რეგისტრირებულ იქნა იტალიის ქ.ნეაპოლში (37.5). თბილისის
ანალოგიური სიხშირე დაფიქსირდა ქ.ტრაპზონში (27.3). TASR-ის მიხედვით 2015-2016 წლებში
თბილისში 50-69 წლის ასაკობრივ პერიოდში ყოველ 100 000 მამაკაცზე პროსტატის კიბოთი
ყოველწლიურად ავადდებოდა 100 მამაკაცი, 55-79 წლის ასაკობრივ პერიოდში-173, ხოლო 60-79
წლის ასაკობრივ პერიოდში-225. TSRR-ის მიხედვით 50-69 წლის ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით
55-79 წლის ასაკობრივ ჯგუფში პროსტატის კიბოთი ავადობა მაღალია 1.7-ჯერ, ხოლო 60-79 წლის
ასაკობრივ ჯგუფში-2.3-ჯერ. RF-ის მიხედვით 50-69 წლის ასაკობრივ პერიოდში ვლინდება
პროსტატის კიბოს შემთხვევების 53.1%, 55-79 წლის ასაკობრივ პერიოდში-87.7%, ხოლო 60-79 წლის
ასაკობრივ პერიოდში-80.9%. PSA სკრინინგით მოსარგებლე მამაკაცების ჯგუფში შედარებით
მაღალია პროსტატის კიბოს შემთხვევების გამოვლენა I-II კლინიკურ სტადიებში (52.6%).
დადგენილი იქნა, რომ თბილისის მამაკაცთა მოსახლეობის 50-69 წლის ასაკობრივი ჯგუფის 50%
PSA სკრინინგით მოცვის შემთხვევაში პროგრამის ღირებულება იქნება 572,703.30 ₾, ხოლო 70%
მოცვისას 631,089.90 ₾. 55-79 წლის ასაკობრივი ჯგუფის 50%-ის სკრინინგით მოცვის შემთხვევაში
პროგრამის ღირებულება შეადგენს 402,606 ₾, ხოლო 70% მოცვისას-563,648.00 ₾. 60-79 წლის
ასაკობრივი ჯგუფის 50% სკრინინგით მოცვის შემთხვევაში პროგრამის ღირებულება 289,827 ₾,
ხოლო 70% მოცვისას 405,757.80 ₾. დადგენილი იქნა PSA სკრინინგით მოცვის ყველაზე ხარჯთეფექტური ასაკობრივი ჯგუფი: 60-79 წლები, რომელშიც ვლინდება პროსტატის კიბოს შემთხვევათა
27.8%-ით მეტი და რომლის 50% და 70% -ს სკრინინგით მოცვის შემთხვევაში დაიზოგება,
შესაბამისად 282,876.30 ₾ და 225,332.10 ₾, 50-69 წლის ასაკობრივი ჯგუფის ანალოგიური
მოცულობით მოცვებთან შედარებით. პროსტატის კიბოს სკრინინგ-პროგრამის ხარჯთეფექტურობისა და სერვისის მიწოდების ხარისხის გაზრდის მიზნით რეკომენდებულია:
პროგრამის გაიდლაინში ცვლილებების შეტანა და 50-70 წლის ასაკობრივი ჯგუფის ნაცვლად PSA
სკრინინგის ჩატარება 60-79 წლის ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცებში; უსიმპტომო მამაკაცებში
განმეორებითი PSA ტესტირება ორ წელიწადში ერთხელ; მონაცემთა ელექტრონული ბაზის
ხარისხის გაუმჯობესება, კიბოს კლინიკური სტადიებისა და სკრინინგ-პროგრამაში პაციენტთა
მონაწილეობის შემთხვევბის რეგისტრირება; PSA სკრინინგით მამაკაცთა სამიზნე ჯგუფის მოცვის
გაზრდა.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2017 მარი თვალიაშვილი, თამარ ლობჟანიძე, ვასილ ტყეშელაშვილი