Dental Caries Prevalence in the Region, the Connection between Socio-demographic Factors
PDF

Keywords

კარიესი, კარიესის გავრცელება,მაღალმთიანი რეგიონი

How to Cite

Zurabiani, N., Margvelashvili, M., & Tkeshelashvili, V. (2016). Dental Caries Prevalence in the Region, the Connection between Socio-demographic Factors. Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 1(2). Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/50

Abstract

კბილის კარიესი ძალიან გავრცელებული დაავადებაა მსოფლიო მასშტაბით. მსოფლიო ჯანდაცვის
ორგანიზაციის (ჯანმოს) მონაცემებით კარიესის გავრცელება მოიცავს ბავშვთა კონტინგენტის 60–90%–ს,
ზრდასრული პოპულაციის თითქმის 100% აღენიშნება კარიესი,ხოლო 30% -ს აღარ აქვთ ბუნებრივი
კბილები 65-74 წლის ასაკში. კბილის კარიესის გავრცელებაზე გავლენას ახდენს კლიმატო-გეოგრაფიული,
სოციო-ეკონომიკური ფაქტორები, ასევე სტომატოლოგიური სერვისების დეფიციტი და სანგანათლების
დაბალი დონე. ბრაზილიის მაღალმთიან რეგიონში - ნოვა ფრიბურგოში ( გამოკვლეული 504 ადამიანი)
კარიესის გავრცელების შესწავლის შემდეგ დადგინდა უშუალო კავშირი დაავადებასა და სოციოდემოგრაფიულ ფაქტორებს შორის. კარიესის გავრცელება შედარებით მაღალი იყო იმ ოჯახებში
(გამოკვლეულთა 78,07%),რომელთა შემოსავალი არ აღემატებოდა საარსებო მინიმუმს. ამათგან 86,69%
ესაჭიროებოდა პირის ღრუს მკურნალობა და 36.09% უჩიოდა ტკივილს ბოლო 6 თვის განმავლობაში ,
ამის მიზეზი იყო სანგანათლების დაბალი დონე და სტომატოლოგიურ სერვისებთან ხელმისაწვდომობის
დეფიციტი. მაკედონიის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ მის მაღალმთიან რეგიონში კბილის კარიესის
შესწავლისას 396 გამოკვლეულთაგან 78,79%-ში აღინიშნებოდა კარიესის გავრცელება, ხოლო კარიესის
ინტენსივობა კბა ინდექსის მიხედვით შეადგენდა 3.467-ს. აღნიშნულ რეგიონში დადგინდა ასაკის
მატებასთან ერთად კარიესის ინტენსივობის ხარისხის მატება კერძოდ: 6 წლის ასაკში 0.69, 12 წელი -
5.22, 15 წელი - 8.13, 18 წელი - 9.34, 35-44 წელი- 11.80 და 69 წლის ზემოთ 23.84. აღნიშნულ რეგიონში,
მიუხედავად ჯანსაღი კვებითი წესისა, აღინიშნება სანგანათლების ძალიან დაბალი დონე,სადაზღვევო
სისტემის ხარისხის დეფიციტი. 2013 წელს კარიესის ინტენივობა და მისი კავშირი გეოგრაფიულ
ფაქტორებთან შეისწავლეს მექსიკის მაღალმთიან რეგიონში. გამოკვლიეს 1143 ადამიანი სხვადასხვა
კლიმატო-გეოგრაფიული არეალიდან. კარიესის საშუალო ინტენსივობამ შეადგინა - 4.02, თუმცა
სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებში მცხოვრება მოსახლეობაში კარიესის ინტრენსივობა იყო
განსხვავებული, რაც ძირითადად განპირობებული იყო სასმელ წყალში ფტორის სხვადასხვა დონით
შემცველობასთან. ბოლო წლის მონაცემებით საქართველოს მოზრდილ მოსახლეობაში კარიესის
გავრცელება ძალიან მაღალია და 99%-ს შეადგენს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან კარიესის
ყველაზე დაბალი გავრცელება დაფიქსირდა ქ. თბილისში (97%), ხოლო რეგიონებში მერყეობდა 98-დან
100%-მდე, რაც ძირითადად დაკავშირებული არის სანგანათლების დაბალ დონესა და სტომატოლოგიური
მომსახურებასის ხელმიუწვდომლობასთან განსაკუთრებით ქვეყნის გარეუბნებში.

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2024 Nutsa Zurabiani, Mariam Margvelashvili, Vasil Tkeshelashvili