Assessment of Quality of Medical Services at Georgian Dental Clinics
PDF

How to Cite

Chitaladze, T., & Khazakhashvili, N. (2016). Assessment of Quality of Medical Services at Georgian Dental Clinics. Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 1(2). Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/49

Abstract

პირის ღრუს დაავადებები მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული: სასკოლო ასაკის ბავშვთა 60-90%-სა
და მოზრდილთა თითქმის 100%-ს აღენიშნება კარიესი. სტომატოლოგიური დაწესებულებების მთავარი
ფუნქცია მოსახლეობისთვის ხარისხიანი და უსაფრთხო სერვისების მიწოდება და პაციენტების
მოთხოვნის დაკმაყოფილებაა. 2005-2014 წწ სტომატოლოგიური კლინიკების კონტროლის მექანიზმი არ
არსებობდა და სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება მხოლოდ სასამართლო დავების შემთხვევაში
ხდებოდა. საქართველოს მთავრობის 2010 წლის N359 დადგენილების მე-11 მუხლის თანახმად, მაღალი
რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შეტყობინების ვალდებულება სტომატოლოგიურ
მომსახურებაზე არ ვრცელდებოდა. ამის გამო, არ იყო ცნობილი რამდენი სტომატოლოგიური კაბინეტი
ფუნქციონირებდა საქართველოში. საქართველოს მთავრობის 2014 წლის N159 დადგენილებით,
სტომატოლოგიურ კაბინეტებს ახალი რეგულაციები დაემატა: აუცილებელი გახდა შესაბამისი
პანდუსების მოწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის;
კაბინეტებისთვის განისაზღვრა ფართობი: 14მ2+ 7მ2 (შემდგომში: 12მ2 +6მ2
). ასევე, სტომატოლოგიური
კაბინეტი ვალდებული გახდა თავისი საქმიანობის დაწყების ან დასრულების შესახებ აცნობოს
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. მძლავრი მარეგულირებელი
მექანიზმების არარსებობის გამო, სტომატოლოგიურ კლინიკებში ადგილი ქონდა სხვადასხვა სახის
დარღვევებს, რაც უარყოფითად აისახებოდა მომსახურების ხარისხზე. არსებული რეალობის ფონზე,
მთავრობამ მიიღო ახალი დადგენილებები სამედიცინო ნარჩენების მართვისა (2014.15.01, N64) და
დეზინფექცია-სტერილიზაციის (2015.24.04, N185) ტექნიკური რეგლამენტის სახით, რომელთა
აღსრულებაც ასევე სავალდებულოა სტომატოლოგიური კლინიკებისათვის. ცალკე უნდა აღინიშნოს
სტომატოლოგიური კლინიკების მიერ დოკუმენტაციისა და სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების
ხარვეზები. ამ პრობლემას ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრის 2016 წლის N01-2/ნ ბრძანება - სამედიცინო
სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ. სტომატოლოგიური კლინიკების
მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემის შესახებ მენეჯერთა შეხედულებები
სხვადასხვა კლინიკაში განსხვავებულია. გაიდლაინებისა და პროტოკოლების მცირე რაოდენობა ვერ
უზრუნველყოფს სტომატოლოგიური სერვისების სათანადო ხარისხს, რაც პაციენტთა კმაყოფილებაზეც
აისახება. კვლევა, რომელიც ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე ჩატარდა, მოიცავდა ორ კომპონენტს
(პაციენტთა კმაყოფილება და მენეჯერთა ინფორმირებულობა). კვლევის შედეგების გაანალიზებამ
დაადასტურა ჩვენი ჰიპოთეზის სარწმუნოება იმის შესახებ, რომ გამოკითხული პაციენტების
მნიშვნელოვანი რაოდენობა არ არის კმაყოფილი გაწეული სტომატოლოგიური მომსახურების ხარისხით;
ასევე, გამოკითხულ მენეჯერთა საკმაო რაოდენობა არ არის სათანადოდ ინფორმირებული
სტომატოლოგიური მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემის შექმნისა და მოქმედების
შესახებ. არსებული სიტუაციის ფონზე სტომატოლოგიურ დარგში 2014-2016 წლებში საქართველოს
მთავრობის მიერ მიღებულ იქნა რიგი დადგენილებები. მიღებული მონაცემების ანალიზმა დაადასტურა
სტომატოლოგიური სერვისების ხარისხის მართვის დამატებით შესწავლის აუცილებლობა. ჩვენი
სამომავლო კვლევის მიზანია, განვსაზღვროთ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების როლი ქვეყანაში
სტომატოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების საქმეში.

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2024 Tamta Chitaladze, Nata Khazakhashvili