Stuff Safety in Georgian Hospitals
PDF

Keywords

პერსონალის უსაფრთხოება, სამედიცინო დაწესებულებები.

How to Cite

Magradze, N., & Vasadze, O. (2016). Stuff Safety in Georgian Hospitals. Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 1(2). Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/47

Abstract

სამედიცინო დაწესებულებებში პერსონალის უსაფრთხოება ერთერთი აქტუალური საკითხია, როგორც
საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. ამ მიმართულებით წარმატებული მუშაობის ძირითად
პირობას წარმოადგენს საავადმყოფოებში პერსონალის უსაფრთხოების პროგრამის დანერგვა და
შესაბამისი პროცესების მონიტორინგი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე აქტუალურია ჩვენს
რეალობაში აღნიშნული პრობლემის შესწავლა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. კვლევის მეთოდოლოგია: თბილისის
საავადმყოფოებში ჩატარდა პირისპირ ინტერვიუირება დაწესებულებების ადმინისტრაციასთან, ხოლო
პაციენტების ან მათი თანმხლები პირებისთვის შემუშავებული კითხვარით გამოკითხვა მოხდა
სოციალური ქსელის მეშვეობით. გამოკვლევის ერთ მიმართულებას შეადგენდა იმის შესწავლა თუ
რამდენად ფლობენ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები ინფორმაციას პერსონალის
უსაფრთხოების შესახებ და ხდება თუ არა მისი პრაქტიკაში დანერგვა. გამოკითხულ იქნა 20 სამედიცინო
დაწესებულება, ხოლო სოციალური ქსელში (facebook) გამოქვეყნებულ კითხვარს გამოეხმაურა 88
რესპოდენტი. კვლევის შედეგებმა ცხადყო: გამოკითხული სამედიცინო დაწესებულების უმეტესობაში
(75%) არ არსებობს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც მიზანმიმართულად და
კომპლექსურად მუშაობს უსაფრთხოების საკითხებზე. დამსაქმებლების უმეტესობა (90%) არ იცნობს ან
გათვითცნობიერებულად არღვევს ვალდებულებებს დამსაქმებლის ხარჯზე თანამშრომელთა
ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების პერიოდული კონტროლის შესახებ. არ ხდება მაღალი რისკის
მქონე განყოფილებების თანამშრომლების ვაქცინაციის დაგეგმვა და მონიტორინგი. საავადმყოფოებში არ
აქვთ დეტალურად გაწერილი სამუშაო ინსტრუქციები და თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები.
პერსონალის სწავლების პროცესი არ არის სისტემატიზირებული და მას წინ არ უძღვის საჭიროების
ანალიზი. საქართველოში პერსონალის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით არ არსებობს
თანამედროვე მოთხოვნებისა და ტენდენციების სრულყოფილი სამართლებრივი ბაზა. სანებართვო
პირობების მოთხოვნებიდან გამომდინარე საავადმყოფოებში ფუნქციონირებს სამედიცინო მომსახურების
ხარისხის კომიტეტი.

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2024 Nona Magradze, Otar Vasadze