Abstract
კვლევის შედეგად შესწავლილი იქნა 2013 წლის იანვარ-თებერვალი საყოველთაო ჯანმრთელობის
დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებამდე და 2014 წლის იანვარი-თებერვალი საყოველთაო
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შემდგომი პერიოდის, სასაწრაფო
სამედიცინო დახმარების სამსახურის სერვისების მოთხოვნა მიწოდების სტრუქტურის ანალიზი,
დიფერენცირება მოხდა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისა და ცვლადებზე საცხოვრებელი ადგილის,
სქესისა და ასაკის მიხედვით, შესწალილი იქნა ასეევ ჩივილები, დიაგნოზი, ლეტალობა და
ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, სამედიცინო ბარათების საფუძველზე, საქართველოს 8 რაიონის
(ლანჩხუთი, ჩოხატაური, ხარაგაული, ვანი, დედოფლისწყარო, ასპინძა, ლენტეხი და ქარელი) მაშტაბით.
სოფლისა და ქალაქის მაცხოვრებლებში სასწარფო სამედიცინო სერვისის მოთხოვნა - გამოძახებების
რაოდენობამ 2013 წელს შეადგინა 4424 გამოძახება, აქედან ქალაქის შემთხვევა იყო 1808 (40.9%) და
სოფლის შემთხვევა კი 2616 (59.1%). 2014 წელს კი 4517 გამოძახება, აქედან ქალაქის მაცხოვრებლებში
1418 (31.4%), ხოლო სოფლის მაცხოვრებლებში 3099 (68.6%). სტატისტიკური კვლევის შედეგად
დადგინდა, რომ გამოძახებების რაოდენობამ 2013 წელთან შედარებით მოიმატა 93 ერთეულით.
შესწავლილია ასევე, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, რომელიც 2013 წელთან შედარებით მოკლებულია
6%-ით, თითქმის ყველა რაიონში თანაბარი რაოდენობით. 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს აღინიშნა
პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესების/ადგილზე მკურნალობის შემთხვევების 10.5% მომატება,
ხოლო უარი ჰოსპიტალიზაციაზე, როდესაც ექიმი სთვაზობს პაციენტს ჰოსპიტალიზაციას, მაგრამ
პაციენტი თავისი გადაწყვეტილებით უარს აცხადებს ჰოსპიტალიზაციაზე, 2013 წელთან შედარებით ეს
მაჩვენებელი მომატებულია 24.8%-ით. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2013 წელთან შედარებით
მოკლებულია 1.6%. დადგენილი იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების 10 ძირითადი
მიზეზის (დაავადების) სტრუქტურა 2013 და 2014 წლებში: არტერიული ჰიპერტენზია- 23.5 %; გრიპი,
პნევმონია და ტემპერატურული რეაქცია-16.1%; გულ სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები-7.4%;
ტრავმა- 7.2%; ტკივილის სინდრომი-6.8%; ნევროტულობა-3.3%; ჰიპოტენზია-3.3%; შარდ-სასქესო
სისტემის დაავადებები-2.8%; ალკოჰოლური ინტოქსიკაცია-2.1%; და ზოგადი ინტოქსიკაციის-1.8%
შემთხვევები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები პირველადი ჯანდაცვის როლის
გაზრდისთვის, რაც შეამცირებს არაგადაუდებელი გამოძახებების რიცხვს და მასთან დაკავშირებულ
დანახარჯებს. არაფუნქციური გამოძახებათა რაოდენობის შესამცირებლად სარეკლამო - ინფორმაციული
ინსტრუმენტების გამოყენება. არამიზნობრივი გამოძახების შესამცირებლად რეკომენდირებულია
ალტერნატიული სატელეფონო-საკონსულტაციო საშუალებების დანერგვა. სამედიცინო დახმარების
მართვის პროტოკოლებისა და გაიდლაინების შემუშავება. რეკომენდირებულია, რომ სამედიცინო
ბრიგადების იყოს ოპტიმალურად გადანაწილებული და დაკომპლექტებული. აღნიშნული
რეკომენდაციები შეამცირებს გამოძახებათა რაოდენობას და შესაბამისად გაწეულ
დანახარჯებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობები იყოს
ინტენსიურ და რეგულარულ ხასიათის.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2024 Nino Lochoshvili, Vasil Tkeshelashvili