Prevalence of Chronic Hepatitis, Risk Factors and their Management
PDF

Keywords

ქრონიკული ჰეპატიტი, C და B ჰეპატიტის ვირუსები, რისკის ფაქტორები, ინტრავენური ნარკომანია, დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, ავადობა და სიკვდილიანობა, ღვიძლის ციროზი და კიბო, პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ელიმინაცია, ჯანმრთელობის პრომოცია.

How to Cite

Gudavadze, S., & Tkeshelashvili, V. (2016). Prevalence of Chronic Hepatitis, Risk Factors and their Management. Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 1(2). Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/37

Abstract

ქრონიკული ჰეპატიტი წარმოადგენს ვირუსული და არავირუსული ეტიოლოგიის (ალკოჰოლი,
აუტოიმუნური, მედიკამენტოზური, იდიოპათიური) მქონე ღვიძლის უჯრედების (ჰეპატოციტების)
ანთებას, რომელიც მიმდინარეობს 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში და იწვევს ღვიძლის უჯრედების
დაზიანებას შემდგომი ნეკროზით. ვირუსული ჰეპატიტის გამომწვევია A, B, C, D და E ჰეპატიტის
ვირუსები, რომლებიც ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავდება ინფიცირების გზების, ადამიანის
ორგანიზმზე მათი ზემოქმედების, მკურნალობისა და დაავადების გამოსავალის თვალსაზრისით. კერძოდ,
A და E ჰეპატიტების გავრცელების ძირითადი გზაა ფეკალურ-ორალური. დასნებოვნების მიზეზია:
დაბინძურებული საკვები, ხელები, ესა თუ ის ნივთი, რომელიც შესაძლოა მოხვდეს პირის ღრუში.
მათთვის არ არის დამახასიათებელი ინფექციის ქრონიკული მიმდინარეობა. რაც შეეხება B, C და D
ჰეპატიტებს, დასნებოვნება ხდება კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანებისას და მათზე ვირუსის
შემცველი ნებისმიერი ბიოლოგიური სითხის მოხვედრის შემთხვევაში. აღნიშნული ჯგუფის ინფექციებს
ქრონიკული ჰეპატიტების სტრუქტურაში წამყვანი ადგილი უკავიათ, რაც უდიდეს ტვირთს წარმოადგენს
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასევე გლობალური ეკონომიკისათვის, რადგან ინფექციის ფონზე
განვითარებული ღვიძლის კიბოსა და ციროზის მკურნალობა საკმაოდ დიდ დანახარჯებთან და
გარდაცვალების მაღალ მაჩვენებლებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ვირუსული ჰეპატიტები, იმ
უმთავრესი ინფექციური დაავადებების მსგავსად, როგორიცაა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი,
ტუბერკულოზი და მალარია, წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
პრობლემას მსოფლიო მასშტაბით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით
მსოფლიოში 130-150 მილონამდე ადამიანი დაავადებულია C ჰეპატიტის ქრონიკული ფორმით. ევროპის
რეგიონში 15 მილიონი ადამიანი C ჰეპატიტის ვირუსითაა ინფიცირებული, ხოლო ამ მიზეზით
გარდაცვალების შემთხვევათა რიცხვი ყოველწლიურად შედაგენს 86,000. C ჰეპატიტით ინფიცირებულთა
2% არის ახალგაზრდა ასაკის. ამ ინფექციის პრევალენტობა ძალზე მაღალია ინტრავენური ნარკოტიკების
მომხმარებლებში და აღწევს 98%.-ს. დაინფიცირებულთა დაახლოებით 15-30% ში ვითარდება ღვიძლის
ციროზი და კიბო. ამ უკანასკნელის განვითარებაში ასევე წამყვანი ადგილი უკვაია B ჰეპატიტს, რომლის
ქრონიკული ფორმით ევროპის რეგიონში მცხოვრები 14 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული. ჩვენს
ქვეყანაში B და C ჰეპატიტებით ავადობას ახასიათებს მატების ტენდენცია, დაავადებათა ქრონიკული
ფორმების ხარჯზე, რისი ერთ-ერთი მიზეზია გასული საუკუნის 90-იან წლებში შემთხვევათა მწვავე
ფორმების ეპიდაფეთქება. 2012-2013 წლებში ყოველ 100,000 მოსახლეზე 45.5 დაავადებული იყო C
ჰეპატიტით. რეგისტრირებული ახალი შემთხვევებიდან 9.4% მოდის მწვავე, ხოლო 90.6% - ახლად
გამოვლენილ ქრონიკულ შემთხვევებზე. ინფექციის გავრცელების ძირითად შესაძლო გზებად
ინტრავენური ნარკომანია და დაუცველი სქესობრივი კონტაქტი მიიჩნევა. საქართველოში 2015 წლიდან C
ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დაწყებულია პაციენტთა მკურნალობა უახლესი
ანტივირუსული პრეპარატებით (სოფოსბუვირი, ჰარვონი). ქრონიკული ჰეპატიტის ინციდენტობისა და ამ
მიზეზით სიკვდილიანობის შემცირება, ინფიცირებულ პაციენტთა სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა
და ცხოვრების ხარისხის ამაღლება სავსებით შესაძლებელია პრევენციული ღონისძიებების გატარებით,
რაც პირველ რიგში უნდა მოიცავდეს ინფიცირების რისკების შესახებ საზოგადოების ცნობადობის
ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და ჯანმრთელობის პრომოციას.

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2024 Salome Gudavadze, Vasil Tkeshelashvili