Abstract
მსოფლიოსა და საქართველოშიც ყველაზე გავრცელებულია B და C ჰეპატიტები. მსოფლიოში C ჰეპატიტის
ვირუსით (HCV) ინფიცირებულია დაახლოებით 200 მილიონი, ხოლო B ჰეპატიტის ვირუსით (HBV) – 350
მილიონი ადამიანი.საქართველოში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემებით, C
ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულია მოზრდილი მოსახლეობის 6.7%, ქრონიკული B ჰეპატიტის
გავრცელება კი – 1.4%-ია. B და C ჰეპატიტების პრევალენტობა გაცილებით მაღალია რისკ-ჯგუფებში.
მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკების ინიექციური გზით მომხმარებლებში HCV-ს გავრცელება 68%-
ს შეადგენს. რაც შეეხება A ჰეპატიტს, რომელიც მოსახლეობაში “ბოტკინის” დაავადების სახელით უფროა
ცნობილი, იგი, როგორც წესი, სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება; ამიტომ ქრონიკული A ჰეპატიტი
პრაქტიკულად არ გვხვდება. 2012 წელს ჩვენს ქვეყანაში C ჰეპატიტის 1847 შემთხვევა დაფიქსირდა,
ინციდენტობა 100000 მოსახლეზე 41,7 (2011 წელს 2492 შემთხვევა, ინციდენტობა 56,2), მათ შორის მწვავე181 შემთხვევა ანუ 9,8%, ინციდენტობა 4,3 (2011 წელს 46 ანუ 1,8%, ინციდენტობა 1,1) და ქრონიკული 1666
შემთხვევა ანუ 90,2%, ინციდენტობა 37,5 (2011 წელს - 2446 ანუ 98,2%, ინციდენტობა 55,1). C ჰეპატიტის
ინციდენტობა 2011 წელთან შედარებით შემცირდა 25,8%-ით ქრონიკული ფორმის შემთხვევათა ხარჯზე.
საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან გახდა შესაძლებელი და
1996 წლიდან მისი რეგისტრირებული შემთხვევები განუხრელად მატულობდა. ამასთან B ჰეპატიტის
ფორმების განაწილება საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ამ დაავადებების გადაცემის ახალი
შემთხვევები ქვეყანაში ახალშობილთა გეგმიური იმუნიზაციის დაწყების შემდეგ ბავშვებში მცირდება და
თუ ასაკობრივ სტრუქტურასაც გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ სამედიცინო
მანიპულაციებით, ვერტიკალური მექანიზმით და სისხლის (ან სისხლის პრეპარატების) გადასხმით
დაავადების გადაცემა მინიმუმამდეა დაყვანილი და გადაცემის ძირითადი შესაძლო გზებია სქესობრივი
კონტაქტი ან ინტრავენური ნარკომანიაა. ბოლო წლების დინამიკა გვაფიქრებინებს, რომ პარენტერული
ჰეპატიტების რეგისტრაციის სისტემაში მიღწეულია გარკვეული წინსვლა, რაც გამოწვეულია
სტანდარტული განსაზღვრებების დანერგვით, დღეისათვის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოანი პრობლემაა
მოსახლეობაში B და C ჰეპატიტების გავრცელების შესახებ ინფორმაციის დეფიციტი. აღნიშნული
ინფორმაცია დაავადებათა გავრცელების რეალური მასშტაბების დადგენის და ეფექტური პრევენციული
თუ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავების საშუალებას არსებითად გაზრდის. მაღალი და
საშუალო რისკის პირებმა აუცილებლად უნდა გაიარონ გამოკვლევა C ვირუსზე. ანალიზები უნდა
ჩატარდეს იმ შემთხვევაშიც, თუ საინექციო ნარკოტიკებს პირი მოიხმარდა რამდენიმე წლის წინ.
გამოკვლევა უნდა გაიაროს ყველა აივინფიცირებულმა პირმა. ბავშვებს, რომელთა დედაც
ინფიცირებულია, გამოკვლევა უტარდებათ 12-18 თვის ასაკში. გამოკვლევა სჭირდება აგრეთვე
სამედიცინო პერსონალს პაციენტის სისხლთან უნებლიე კონტაქტის შემდეგ. 2015 წელს საქართველოში
ამოქმედდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2024 Rusudan Natroshvili, Nona Magradze