Risks and Management of the Utilization of the Psychoactive Substances among Teenagers
PDF

Keywords

ბავშვებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება, ინტოქსიკაცია, რისკები, მართვა

How to Cite

Chichua, E., & Tkeshelashvili, V. (2016). Risks and Management of the Utilization of the Psychoactive Substances among Teenagers. Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 1(2). Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/34

Abstract

ჩატარებული იქნა მცირე ეპიდემიოლოგიური კვლევა, რომელიც მოიცავდა 2010-2013 წლებში მ. იაშვილის
სახ. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ფსიქოტროპული მედიკამენტოზური ინტოქსიკაციის მიზეზით
განპირობებული ჰოსპიტალიზაციის 143 შემთხვევის შესწავლას და ანონიმური ანკეტის საშუალებით
ფსიქოტროპული მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით ჰოსპიტალიზებული 22 პაციენტის გამოკითხვას.
მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე გაკეთებული იქნა დასკვნები და ჩამოყალიბებულირეკომენდაციები. დინამიკაში აღინიშნა მოზარდების მიერ ფსიქოაქტიური მედიკამენტების
არასამედიცინო მიზნით გამოყენების მატების ტენდენცია, რომელმაც პიკს 2013 წელს მიაღწია და წინა
წელთან შედარებით, დაფიქსირდა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინტოქსიკაციით
ჰოსპიტალიზირებული მოზარდების რაოდენობის 168%-იანი მატება. ფსიქოაქტიური ეფექტის მიღების
მიზნით მოზარდების მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან
შედარებით განსაკუთრებით მწვავედ დგას 15-19 წლის ასაკის მოზარდებში. ამ ასაკის მამრობითი სქესის
წარმოადგენლებში 3-ჯერ მაღალია ფსიქოაქტიურ ნივთიერებების არასამედიცინო მიზნით მომხმარების
სიხშირე, ვიდრე 10-14 წლის ასაკში, და 87-ჯერ მაღალი - 5-9 წლის ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით.
ამავე დროს, 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას დინამიკაში აქვს
მკვეთრი მატების ტენდენცია. ფსიქოაქტიური ნივთიერებების არასამედიცინო მიზნით მოხმარებისკენ 4-
ჯერ უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მამრობითი სქესის მოზარდები, ვიდრე მდედრობითი. ოჯახური
მდგომარეობა და სოციალური სტატუსი გავლენას არ ახდენს მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების
მოხმარების მიდრეკილებაზე. ამ ჩვევისკენ უფრო მეტად მიდრეკილნი არიან სკოლის მოსწავლეები და
უნივერსიტეტის სტუდენტები. კვლევის მიხედვით გამოვლინდა, რომ მოზარდები ფსიქოტროპული
ეფექტის მისაღებად ურეცეპტოდ გაცემადი მედიკამენტებიდან ყველაზე ხშირად იყენებენ პრეპარატ
ბაკლოსანს. ბაკლოსანის მოხმარების სიხშირეს დინამიკაში ახასიათებს ზრდის ტენდენცია.
ფსიქოტროპული ეფექტის მისაღწევად ბაკლოსანის მიღებული დოზის ზრდასთან ერთად იზრდება
მოზარდის მდგომარეობის დამძიმებისა და ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატის საჭიროების
ალბათობა. ბაკლოსანის 10 და მეტი აბის მიღების შემთხვევაში 3-ჯერ იზრდება მოზარდის მდგომარეობის
დამძიმების რისკი. ფსიქოაქტიური ეფექტის გაძლიერების მიზნით ხშირია პრეპარატ ბაკლოსანის
მოხმარება სხვა ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან კომბინაციაში. ჰოსპიტალიზებული მოზარდების 77.3%
-მა მედიკამენტი აფთიაქში თავისუფლად შეიძინა. რეკომენდებულია: ყველა პოტენციურად საშიში
მედიკამენტის გაყიდვების შეზღუდვა მოზარდებზე 18 წლამდე და ზოგიერთ პრეპარატზე რეცეპტის
გარეშე პრეპარატის გაცემის აკრძალვა; აფთიაქების მკაცრი კონტროლი და სოლიდური ჯარიმების
დაწესება მოზარდებისთვის პოტენციურად საშიში ან რეცეპტიც გაცემადი მედიკამენტის თავისუფლად
გაცემაზე.

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2024 Ekaterine Chichua, Vasil Tkeshelashvili