Tobacco Use Features among Pupils and Students in Higher Education
PDF

How to Cite

Todria, T., & Tkeshelashvili, V. (2016). Tobacco Use Features among Pupils and Students in Higher Education. Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 1(2). Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/33

Abstract

თამბაქო არის სიკვდილობის გამომწვევი მეორე მთავარი მიზეზი მსოფლიოში. თამბაქო კლავს
დაახლოებით 6 მილიონ ადამიანს ყოველს წელს. გამოვიკვლიეთ თამბაქოს მოხმარების გავრცელების
თავისებურებანი ქ. თბილისის სკოლის მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შორის.
შესწავლილი იქნება სკოლის მოსწავლეები მეშვიდე კლასიდან დაწყებული მეთორემეტე კლასის
ჩათვლით და ორი უნივერსიტეტის სტუდენტები პირველიდან მეოთხე კურსის ჩათვლით. კვლევა
ჩატარდა სპეციალურად შემუშავებული კითხვარის მეშვეობით, მონაცემები დამუშავდა პროგრამული
პაკეტის spss-ის მეშვეობით. სულ გამოკითხულია 300 რესპოდენტი. ჩატარებული კვლევის შედეგად
დადგინდა, რომ: თბილისის სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების მოსწავლეებს შორის სიგარეტის
მოწევის სიხშირე ყოველ 1,000 მოსწავლეზე შეადგენს 347-ს. მოზარდები სიგარეტს სინჯავენ ძირითადად
13-14 წლის ასაკში; ასაკთან ერთად მატულობს მოწევის გავრცელების სიხშირე; არასრულწლოვან
მოზარდებს თავისუფლად შეუძლიათ თამბაქოს შეძენა, გამყიდველების მხრიდან უმეტეს შემთხვევებში
არ ხვდებათ დაბრკოლება; თუკი ოჯახის რომელიმე წევრი ეწევა თამბაქოს, 1,5-ჯერ იზრდება მოსწავლის
მიერ სიგარეტის მოწევის დაწყების რისკი; თუკი ეწევა მეგობარი, მოწევის რისკი იზრდება 1,3-ჯერ,
მხოლოდ გამოკითხულთა 16%-ის არცერთი მეგობარი არ ეწევა, ხოლო 84%-ის მეგობარი ეწევა.;
მდედრობითი სქესის მოსწავლეთა უმეტესობა მოწევას იწყებს უფრო მოდისა და კარგი იმიჯის
შექმნისათვის; სპორტი წარმოადგენს თამბაქოს მოწევის დაწყების საწინააღმდეგო ერთ-ერთ პრევენციულ
ფაქტორს. არამწეველების 80%-ს აღიზიანებს სიგარეტის ბოლი და მათ უმრავლესობას (74.5%) სურს, რომ
მოწევა აიკრძალოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2024 Teona Todria, Vasil Tkeshelashvili