Relation of Overweight and Obesity with Demographic and Behavioral Factors in Georgia
PDF

How to Cite

Skliarenko, S., Tkeshelashvili, V., & Avaliani, Z. (2016). Relation of Overweight and Obesity with Demographic and Behavioral Factors in Georgia. Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 1(2). Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/32

Abstract

სიმსუქნე არის თანამედროვე ცივილიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. ჯანმრთელობის
მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2008 წელს საქართველოს მოსახლეობის 54.1 % იყო ჭარბწონიანი
(ასაკი>20), ხოლო სიმსუქნე აღენიშნებოდა 22.1%. აღნიშნული კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში
სიმსუქნისა და ჭარბი წონის გავრცელების, მათი სოციალურ, დემოგრაფიულ, ქცევით ფაქტორებთან და
ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დამოკიდებულების ანალიზს. აღნიშნულ ნაშრომს საფუძვლად
უდევს საქართველოში 2010- 2011 წლებში ჩატარებული არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების
კვლევა, რომელიც ჩატარდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მეთოდით –
STEPS. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 6497-მა მოქალაქემ, აქედან 1887 (29%) იყო მამაკაცი,
ხოლო 4610 (71%) ქალი. კვლევის მეთოდებად გამოყენებულ იქნა მარტივი T- ტესტი, მრავლობითი
რეგრესიის მეთოდი, დაავადებათა განვითარების რისკის ოდენობების განსაზღვრა “შემთხვევაკონტროლის“ მეთოდით. კვლევის შედეგების მიხედვით: ორივე სქესში ჭარბი წონის (სმი=25.0-29.9)
პრევალენტობამ ყოველ 1,000 მოსახლეზე შეადგინა 314, ხოლო სიმსუქნის (სმი=30+) - 251-ს. ამავე დროს,
ჭარბი წონის სიხშირე უფრო პრევალირებს მამაკაცებში (368%0), ხოლო სიმსუქნის- ქალებში (285%0).
მომატებული სმი კორელაციურ კავშირშია რიგ სოციო-დემოგრაფიულ ფაქტორთან, კერძოდ სმი
მაჩვენებლის სხვადასხვა მნიშვნელობა გამოვლინდა განათლების დონისა და ოჯახური მდგომარეობის
მიხედვით. მომატებული სმი კორელაციურ კავშირშია რიგ ქცევით ფაქტორთან. კვების ჯერადობისას 4-
ჯერ დღეში სხეულის მასის ინდექსმა შეადგინა 29.2 და 1.3 კგ/ მ2- ით აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს
დღეში 3-ჯერადი კვების, უკუპროპორციული დამოკიდებულება გამოვლინდა თამბაქოს გამოყენებასა და
(t=-3.5), ფიზიკურ აქტივობასთან (t=-2.0) მიმართებაში. სმი-ს მაჩვენებელსა და ფიზიკური აქტივობის
ინტენსივობას შორის არსებობს უკუპროპორციული დამოკიდებულება. რაც მეტია ფიზიკური
დატვირთვა, მით უფრო ნაკლებია სმი. მომატებული სმი კორელაციურ კავშირშია ჯანმრთელობის
მდგომარეობის რიგ დარღვევებთან, კერძოდ- მაღალ არტერიულ წნევასთან (t=-3.4), სისხლში
ქოლესტერინისა (t=-2.5) და გლუკოზის (t=6.4) დონის მომატებასთან, ანამნეზში ინსულტთან (t=-3.1),
მიოკარდიუმის ინფარქტთან (t=-6.6), ავთვისებიან სიმსივნეებთან (t=-6.3). ჭარბი წონის არსებობა 2.2-ჯერ
ზრდის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს, ხოლო სიმსუქნე- 2.3 - ჯერ. 50 და მეტი წლის ასაკოვან
პერიოდში, სიმსუქნე 2.6-ჯერ ზრდის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს. ჭარბი წონის არსებობა 1.7-
ჯერ ზრდის ინსულტის განითარების რისკს, ხოლო სიმსუქნე –2.4-ჯერ. 50 და მეტი ასაკის შემთხვევაში,
სიმსუქნე 5.9-ჯერ ზრდის ინსულტის განითარების რისკს. ჭარბი წონის არსებობა 2.4-ჯერ ზრდის
მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს, ხოლო სიმსუქნე- 3.6-ჯერ. 50 და მეტი ასაკის
შემთხვევაში, ნორმალური წონასთან შედარებით ჭარბი წონა და სიმსუქნე 4,2-ჯერ ზრდის მიოკარდიუმის
ინფარქტის განვითარების რისკს. მომატებული სმი-ს მქონე პირებში სიმსივნური დაავადებების
განვითარების რისკი მაღალია ნორმალური წონის ადამიანებთან შედარებით. 50 და მეტი ასაკის
პერიოდში, ნორმალურ წონასთან შედარებით ჭარბი წონა და სიმსუქნე 2-ჯერ ზრდის სიმსივნური
დაავადებების განვითარების რისკს.

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2024 Sofio Skliarenko, Vasil Tkeshelashvili, Zaza Avaliani