Management of Curable Infectious Prevention Among Adolescents
PDF

Keywords

ბავშვთა ასაკის მართვადი ინფექციები, წითელა, წითურა, ვაქცინაცია, თბილისი

How to Cite

Izoria, M., & Tkeshelashvili, V. (2016). Management of Curable Infectious Prevention Among Adolescents. Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 1(2). Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/26

Abstract

ქ.თბილისში 2008-2012 წლებში რეგისტრირებული იქნა წითელას 56 და წითურას 453 შემთხვევა.
ჩატარდა დესკრიპტული ეპიდემიოლოგიური კვლევა. ASR-ს მიხედვით 2008-2012 წლებში ყოველ 100,000
მოსახლეზე წითალათი ავადდებოდა 0,2, ხოლო წითურათი-1,7 პაციენტი. 2013 წ. აღინიშნა წითელათი
ავადობის მკვეთრი მატება. ASR-ს მიხედვით 2013 წელს ყოველ 100,000 მოსახლეზე წითალათი
ავადდებოდა 385,7 პაციენტი. ამავე დროს, ai-ს მიხედვით, წითელათი ავადობის მაღალი დონეები
აღინიშნა ასაკობრივ ჯგუფებში 0-4 (638,7%0000) და 5-9 (668,0%0000) წელი. წითელათი ავადობის საშუალო
დონესთან შედარებით მაღალი სიხშირე აღინიშნა გლდანი-ნაძალადევისა და ისანი-სამგორის
ადმინისტრაციულ რაიონებში, ხოლო დაბალი დონე- ვაკე-საბურთალოს რაიონში. ASR-ს მიხედვით
ყოველ 100,000 მოსახლეზე წითურათი ავადდებოდა 36,8 პაციენტი. ამავე დროს, წითურათი ავადობის
განსაკუთრებით მაღალი დონე აღინიშნა ასაკობრივ ჯგუფში 0-4 წელი (219,3%0000). დინამიკაში (2008-
2012/2013) აღინიშნა წითელათი და წითურათი ავადობის განსაკუთრებით მკვეთრი მატება 0-4
(შესაბამისად, 0,6%000-638,7%000 და 19,9%000 219,3%000) და 5-9 წლის (შესაბამისად, 1,1%000-668,0%000 და
5,4%000 -54,4%000) ასაკობრივ ჯგუფებში. TASR-ს მიხედვით დინამიკაში აღინიშნა წითელათი და
წითურათი ავადობის მკვეთრი მატება ასოკობრივ პერიოდებში 0-9 (შესაბამისად, 0,8%000-652,0%000 და
13,3%000-144,4%000) და 0-19 (შესაბამისად, 0,6%000- 571,3%000 და 7,8%000- 86,6%000) წლები. დინამიკაში
აღინიშნა წითელათი (ASR: 0,2%000-385,7%000), განსაკუთრებით, და წითურათი (ASR: 1,7%000-36,8%000)
ავადობის მკვეთრი მატება. SRR-ის მიხედვით დინამიკაში ქ.თბილისში წითელათი ავადობამ მოიმატა
1928,5-ჯერ (!), ხოლო წითურათი- 21,6-ჯერ. SRR-ის მიხედვით, თუ 2008-2012 წწ. წითურათი ავადობის
სიხშირე 8,5-ჯერ აღემატებოდა წითელათი ავადობის სიხშირეს, 2013 წ. წითურასთან შედარებით
წითელას მკვეთრი მატების (SRR=89,3) ფონზე უკვე წითელათი ავადობის სიხშირე 10,5-ჯერ აღემატებოდა
წითურათი ავადობის სიხშირეს. SIR-ის მიხედვით დინამიკაში წითელათი ავადობამ მოიმატა 32855%-ით
(!), ხოლო წითურათი- 141%-ით. AAR-ს მიხედვით 2013 წელს ყოველ 100,000 მოსახლეზე წითელათი
ავადდებოდა ვაკე-საბურთალოს რაიონში 315.3, ხოლო ისანი-სამგორის რაიონში- 336.6. AAR-ს მიხედვით
ყოველ 100,000 მოსახლეზე წითურათი ავადდებოდა ვაკე-საბურთალოს რაიონში 6,2, ხოლო ისანისამგორის რაიონში- 8,1. SRR-ის მიხედვით, 2013 წელს წითელათი ავადობის სიხშირე 12,1-ჯერ
აღემატებოდა წითურათი ავადობის სიხშირეს ისანი-სამგორის რაიონში, ხოლო ვაკე-საბურთალოს
რაიონში- 17,3-ჯერ. ამავე დროს, ვაკე-საბურთალოს რაიონთან შედარებით ისანი-სამგორის რაიონში
წითელათი ავადობის სიხშირე იყო 1,7-ჯერ მაღალი, ხოლო წითურათი- 2,4-ჯერ. წითელათი ავადობის
მკვეთრად მატების მიზეზების გამოვლენის მიზნით დამატებით ჩატარდა პროსპექტული კვლევა.
ინტერვიუირებისათვის შეირჩა თბილისის 6 პოლიკლინიკის 30 პედიატრი. გამოკითხულთა 50%-ის
მოსაზრებით, მათი დაწესებულების მოქმედების არეალში აღინიშნება ბავშვთა მოსახლეობის
იმუნიზაციით დაბალი მოცვა, რაც გამოკითხულთა 83%-ს აზრით დაკავშირებულია არსებულ
ხარვეზებთან დაფინანსების მენეჯმენტში. წითელათი ავადობის მკვეთრ მატებას გამოკითხულთა 80%
უკავშირებს 2008 წლის იმუნიზაციის პროგრამის ჩავარდნას, 33%-მშობლების უყურადღებობას, რაც
დაკავშირებულია იმუნიზაციის საკითხებში მათი ინფორმირებულობის დაბალ დონესთან. ვაქცინაციის
მენეჯმენტის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით თბილისის პოლიკლინიკების ინტერვიუირებულ
პედიატრთა 100% აღნიშნავს სამიზნე კონტიგენტის აღრიცხვიანობისა და დაფინანსების მენეჯმენტის
გაუმჯობესების აუცილებლობას.

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2024 Mariam Izoria, Vasil Tkeshelashvili