Abstract
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით (WHO, 2014), დღესდღეობით 200 მლნ-ზე მეტ
ადამიანს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები. აჭარის რეგიონის სოციალურად დაუცველ
ორსულ ქალებში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მართვის დაზუსტების მიზნით, საქართველოს
უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა ეპიდემიოლოგიური კვლევა. დაავადებათა კონტროლის და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (2012) მონაცემების მიხედვით სუბკლინიკური და
სხვა ფორმის ჰიპოთირეოზის ინციდენტობის მაჩვენებლებმა 2012 წელში 2011 წელთან შედარებით 2-ჯერ
მოიმატა, არატოქსიური ჩიყვის შემთხვევებმა - 1.13-ჯერ, ხოლო თირეოტოქსიკოზის - 1.3-ჯერ. ჩვენს მიერ
შესწავლილი იქნა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სკრინინგის პროგრამის 1 წლიანი (2014–
2015) პერიოდის მონაცემები: ჯამში აჭარაში მცხოვრებ 900, სოციალურად დაუცველ, ორსულ ქალს
(სარეიტინგო ქულა 0–200 000) ჩაუტარდა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კვლევა (TSH, FT4),
ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული კვლევა და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია. ფარისებრი
ჯირკვლის პათოლოგია სკრინინგ-პროგრამით გამოკვლეული 900 სოციალურად დაუცველი ორსული
ქალიდან გამოუვლინდა სულ 335 (37.2%) ქალს. დადგენილი იქნა ორსულ ქალებში ფარისებრი ჯირკვლის
დაავადების სტრუქტურა, თითოეული ავადობის ხვედრითი წონა და სარანგო ადგილი: დიფუზური ჩიყვი
–32.1%; ჰიპოთირეოზი–18.9%; კვანძოვანი ჩიყვი–13.5%; აუტოიმუნური თირეოდიტი–13.5%; დიფუზურკვანძვანი ჩიყვი–10.8%; სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი–8.1%; თიროტოქსიკოზი–2.7%. 2012 წელს აჭარის
აუტონომიური რესპუბლიკაში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის პრევალენტობამ ყოველ 1,000
მოსახლეზე შეადგინა 9.9, ხოლო სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის–20.8. გამოკლეულ 900 სოციალურად
დაუცველ ორსულ ქალში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის პრევალენტობამ ყოველ 1,000 ქალზე
შეადგინა 372.2, ხოლო სუბკლინიკურის–32.2. სოციალურად დაუცველ ორსულ ქალებში ფარისებრი
ჯირკვლის პათოლოგიების გავრცელების სიხშირე 17.9 ჯერ, ხოლო სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის
სიხშირე 3.3 ჯერ მაღალია ზოგადად აჭარის მოსახლეობაში ავადობის სიხშირესთან შედარებით. კვლევით
დადგენილ იქნა, რომ არსებულ სკრინინგ პროგრამაში, ისევე როგორც სახელწიფო ანტენატალური
მეთვაყურეობის პრორაგამში შესატანია ცვლილებები. კეროძდ ორსულობის პერიოდში ფარისებრი
ჯირკვლის პათოლოგიების ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით აუცილებელია ანტენატალური
მეთვალყურეობის პირველ და მეორე ვიზიტზე გათვალისწინებულ გამოკვლევებში ჩართული იქნას
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტები უსაფრთხო ორსულობის უზრუნველყოფის, მშობიარობის
შესაძლო გართულებების პრევენციის, საკეისრო კვეთების შემცირების მიზნით.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2024 Tamar Kachlishvili, Vasil Tkeshelashvili