The Influence of Nutrition on Fetal Health among Pregnant Women
PDF

How to Cite

Cheishvili, G., Fernandez de Jauregui, D. R., & Tkeshelashvili, vas. (2016). The Influence of Nutrition on Fetal Health among Pregnant Women. Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 1(2). Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/24

Abstract

რაციონალური კვება უმნიშვნელოვანესი პირობაა ადამიანის ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისთვის,
ასევე ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა ათასწლეულის
განვითარების მიზნების 2 ძირითად მიზანს წარმოადგენს. დაიგეგმა კვლევა, რომელიც საშუალებას
მოგვცემდა შეგვესწავლა ორსულთა კვებითი სტატუსი და გამოგვევლინა მისი კავშირი ნაყოფის და
დედის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. კვლევის ამოცანები იყო კვების თავისებურებების შესწავლა
ორსულ ქალებში, კვების თავისებურებების შესწავლა მელოგინე ქალებში, ორსულთა ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესწავლა, მელოგინე ქალთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, მშობიარობის
გართულებების შესწავლა, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა. კვლევის პროცესში
წინასწარ შემუშავდა კვების კითხვარები, რისი მეშვეობითაც მოხდა მელოგინე ქალების გამოკითხვა.
კითხვარი შედგენილი იყო კვების საკითხების ირგვლივ. კონფაუნდინგის გამოსარიცხად დამატებული
იყო კითხვები სხვა მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორების შესახებ, როგორებიცაა მაგ.: თამბაქოს და
ალკოჰოლის მოხმარება. კვლევის მონაწილეები იყვნენ მეძუძური დედები. რესპოდენტთა რაოდენობა
შემუშავებულ იქნა კომპიუტერული პროგრამის საშუალებით და შეადგენდა 100-ს. მონაცემები
დამუშავდა პროგრამული პაკეტის SPSS გამოყენებით. კვლევის შედეგების მიხედვით ფორმულირებული
იქნა შემდეგი დასკვნები: სხეულის მასის ინდექსის მიხედვით დედების 64%-ს ჰქონდა ზედმეტი წონა და
სიმსუქნე. ახალშობილთა 25%-ს აღენიშნა დაბალი (2800 გ-მდე), ხოლო 23%-ს მაღალი (3900 გ და მეტი)
წონა. სხვადასხვა ხარისხის ანემია აღენიშნა ორსული ქალების 38% და ახალშობილთა 41%-ს. კვების
რაციონში ორსული ქალების 50%-ს აღენიშნა რძის, 51%-ს - რძის პროდუქტების, 50%-ს - საქონლის
ხორცის, 52%-ს - ქათმის ხორცის, 30%-ს - ხილის, ხოლო 9%-ს - ბოსტნეულის და მწვანილის მიღების
დეფიციტი. ორსული ქალების 26%-ს აღენიშნა კალორიების, 34%-ს ცილების და 36%-ს ნახშირწყლების
მიღების დეფიციტი. ორსულთა 7-7% მოიხმარდა სიგარეტსა და ალკოჰოლს. ახალშობილთა დაბადება
დაბალი წონით აღინიშნა იმ შემთხვევებში, როდესაც ორსულმა ქალებმა ყოველდღიური კვების დროს
მიიღეს დაბალი ოდენობით კალორიები (65.4%), ცილები (47.1%), ნახშირწყლები (44.4%), ასევე - დედის
ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებელის 86.4%-ში (p<0.01). დაბალი წონით ახალშობილთა დაბადების
რისკი იზრდება ორსული ქალების მიერ დაბალი რაოდენობით კალორიების მიღებისას 9.7-ჯერ, ცილების
-5.2-ჯერ, ნახშირწყლების-4.7-ჯერ, ხოლო-დედის ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებელის დროს - 10.3-ჯერ.
ახალშობილის დაბალი ჰემოგლობინი აღინიშნა იმ შემთხვევებში, როდესაც ორსულმა ქალებმა მიიღეს
დაბალი რაოდენობით ცილები (70.6%) და ნახშირწყლები (58.3% ) (p<0.01). ახალშობილის დაბალი
ჰემოგლობინის რისკი იზრდება ორსული ქალების მიერ ყოველდღიური კვებით რაციონში დაბალი
რაოდენობით ცილების მიღებისას 2.7-ჯერ, ხოლო ნახშირწყლების - 1.9-ჯერ. ნაადრევი მშობიარობის
შემთხვევები აღინიშნება, როდესაც სახეზე გვაქვს ორსული ქალების მიერ ყოველდღიური კვებით
რაციონით მიღებული დაბალი ოდენობით კალორიები (60.9%), ასევე- ორსულთა სისხლში დაბალი
ჰემოგლობინის მაჩვენებელისა (78.3%) და ორსულთა მაღალი წონის (56.5) დროს (p<0.01). ნაადრევი
მშობიარობების რისკი იზრდება ორსული ქალების მიერ ყოველდღიურ კვებით რაციონში დაბალი
ოდენობით კალორიების მიღებისას 4.0-ჯერ, ორსულთა სისხლში ჰემოგლობინის დაბალი რაოდენობისას5.9-ჯერ და ორსულთა მაღალი წონისას - 5.9 -ჯერ. ახალშობილის ჯანმრთელობის პრობლემები აღინიშნა
იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე გვაქვს ორსული ქალების მიერ ყოველდღიური კვებით რაციონში
დაბალი ოდენობით კალორიებისა (22.9%) და ცილების (23.5%) მიღება, ასევე - დედის მიერ თამბაქოს
მოხმარება (28.6%). ახალშობილის ჯანმრთელობის პრობლემების რისკი იზრდება ორსული ქალების მიერ
ყოველდღიურ კვებით რაციონში დაბალი ოდენობით კალორიების მიღებისას 4.0-ჯერ, ცილების - 3.9-
ჯერ და ორსულის მიერ თამბაქოს მოხმარებისას- 2.7-ჯერ

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2024 Guram Cheishvili, Diego Rada Fernandez de Jauregui, vas Tkeshelashvili