Thyroid Cancer Prevalence in Georgia
PDF

How to Cite

Robakidze, M., Kereselidze, M., & Sxvitaridze, N. (2016). Thyroid Cancer Prevalence in Georgia. Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 1(2). Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/23

Abstract

მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულებიდან მოყოლებული, მსოფლიო მასშტაბით საგრძნობლად იმატა
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ინციდენტობის მაჩვენებელმა. საქართველო არ წარმოადგენს გამონაკლის
ამ ტენდენციიდან და შესაბამისად ამ ნოზოლოგიის კობოს ზრდა დაფიქსირდა. მნიშვნელოვანია, რომ
რადიაცია, არასწორი და არაჯანსაღი ცხოვრების წესი, წინასწარი გენეტიკური განწყობა-ყოველივე ზემოთ
ჩამოთვლილი წარმოადგენს დაავადების გავრცელების ძირითად რისკ-ფაქტორს. თუმცა, გასული
საუკუნის ბოლო დეკადებისგან განსხვავებით, რეალურად ამ ეტაპზე ფარისებრი ჯირკვლის კიბოს
შემთხვევების ეფექტური და დროული გამოვლენა უკეთ ხდება, რაც მიანიშნებს, რომ საქმე არ ეხება
ეპიდემიოლოგიურ აფეთქებას. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, გაანალიზებულ იქნა სხვადასხვა წლების
მონაცემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლოა ზოგადი დასკვნის გაკეთება. 2000-2009 წლებში სულ
რეგისტრირებულ იქნა 19 შემთხვევა. ნათელია, რომ ეს მაჩვენებელი არ არის ობიექტური. მონაცემი ამ
პერიოდში ფარისებრი ჯირკივლის კიბო გავრცელების მაშტაბს კი არ უჩვენებს, არამედ მეტყველებს, რომ
გამოვლინება ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე მომდევნო წლებში. რადგან ჩატარებული სხვადასხვა
აქტიობების შედეგად ხდება მოსახლეობის მიმართვიანობის გაზრდა, ეს მაჩვენებელი ნელ-ნელა
უახლოვდება რეალურს. პრევენციული ღონისძიებების გატარება იძლევა გართულებების თავიდან
აცილების საშუალებას. 2011-2014 წლებში 175 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2015 წლის მონაცემებით
745 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება სქესობრივ ჭრილში თავისებურებას, ქალებში მეტად არის
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევები დაფიქსირებული, რადგან ჰორმონალური ცვლილებები მათში
უფრო მეტად გამოიხატება. შესაბამისად, 2015 წ 624 მდედრობითი სქესის, ხოლო 121 მამრობით სქესის
დაავადებული აღირიცხა. რაც შეეხება გადანაწილებას გამოვლენის სტადიის მიხედვით - I სტადიაზე
გამოვლენილია 443 შემთხვევა, II სტადია - 45, III სტადია - 194, IV სტადიაზე გამოვლინდა 46 შემთხვევა.
ციფრები მეტყველებს, რომ გაიზარდა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს პრევენცია და დროული გამოვლენა.
აღსაღნიშნავია მიზნობრივი მკურნალობა, რომელიც საკმაოდ ეფექტურია და ადამიანის განკურნების
რეალურ შესაძლებლობას გვაძლევს. რადიაციული იოდითა და ქირურგიული გზით მკურნალობის
კომბინაციით, მეტასტაზების არარსებობისას, ორგანიზმის განკურნება შესაძლებელია. რაც შეეხება
გენეტიკურ ფაქტორებს, რისკი მეტია თუ ოჯახის წევრს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის კიბო.
განსაკუთრებით იზრდება რისკი, თუ აღნიშნულია მედულარული ფორმა, რადგანაც დაავადება
გენეტიკურ კოდში ცვლილებას იწვევს. დაავადების შემცირების და და ადრეული დიაგნოსტიკის
გასაზრდელად, ეფექტური ინტერვენციაა სკრინინგი და კონტროლი.

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2024 Maka Robakidze, Maia Kereselidze, Natia Sxvitaridze