Abstract
21 საუკუნეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ფილტვის კიბო.
ფილტვის კიბო ბრონქებისა და უფრო წვრილი კალიბრის სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსებიდან
განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნეა. ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, ფილტვის კობითი
დაავადებულთა რიცხვი ყოვლეწლიურად მატულობს. 2012 წელს ფილტვის კიბოს 1.8 მლნ. ახალი
შემთხვევა (ახალი შემთხვევების 12.9%) გამოვლინდა, რომელთა 58%-ს ადგილი ჰქონდა დაბალი
შემოსავლების ქვეყნებში. იგი მამაკაცთა შორის ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა (1.2
მლნ., მამაკაცთა შორის ონკოლოგიურ სნეულებათა ახალი შემთხვევების 16.7%), ყველაზე მაღალი
ავადობის მაჩვენებელი ვლინდება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (100,000 მამაკაცზე 53.5) და
აღმოსავლეთ აზიაში (50.4). ბოლო ანგარიშის მიხედვით, რომელსაც ამერიკის კიბოს საზოგადოება
აქვეყნებს, დღეს ქალებში კიბოთი გარდაცვალების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად ფილტვის კიბო
გვევლინება, ასევე ფილტვის კიბო შეერთებულ შტატებში მამაკაცების კიბოს სიკვდილიანობის
შემთხვევებითაც პირველ ადგილზეა. მთლიანად მსოფლიოში კიბოთი გარდაცვლილი ყოველი ხუთი
ადამიანიდან ერთი სწორედ ფილტვის კიბოთი იღუპება: 1.59 მლნ. საქართველოში ონკოლოგიურ
დაავადებით 33 ათასი ადამიანი მკურნალობს, ხოლო ყოველწლიურად ქვეყანაში 7 ათასი ახალი
შემთხვევა აღირიცხება. საქართველოში კიბოს დაახლოებით 3500 ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
მამაკაცები ფილტვის კიბოთი ქალებზე 7-10-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. დაავადების სიხშირე ასაკის
პროპორციულად იმატებს - 60-69 წლის მამაკაცებს შორის ავადობა 60-ჯერ მეტია, ვიდრე 30-39 წლის
ასაკში. დაავადების გამოწვევ რისკ ფაქტორებთაგან უმთავრესი თამბაქოს მწველობაა. სიგარეტის მოწევა
განაპირობებს ფილტვის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით 90%-ს. განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე
ჯგუფს მიეკუთვნებიან 50 წელს გადაცილებულები. თამბაქოს ბოლი საშიშია არამწეველთათვისაც.
ფილტვის კიბოთი დაავადების რისკი მნიშვნელოვნად მატულობს, როცა თამბაქოს მოწევა შერწყმულია
სხვა კანცეროგენული ფაქტორების ზემოქმედებასთან, განსაკუთრებით - დიდ ქალაქებში, სადაც ჰაერი
ისედაც გაჯერებულია გამონაბოლქვი და ნამწვავი აირებით. ასევე დიდ ზეგავლევას ახდენს ნიკელის
მტვერი, ქრომისა და დარიშხანის ნაერთები. საწარმოო მტვრით გამოწვეული პნევმოკონიოზები საკმაოდ
ხშირად რთულდება ფილტვის კიბოთი. დაავადების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
სასუნთქი სისტემის მდგომარეობას, დაავადებისადმი განწყობა რამდენადმე იმატებს ქრონიკული
ბრონქიტის, ქრონიკული პნევმონიის, ტუბერკულოზის ან პნევმოსკლეროზის შედეგად ფილტვის
პარენქიმაში განვითარებული ნაწიბუროვანი ცვლილებები. ფილტვის კიბო ხასითდება პოლიმორფული
კლინიკური ნიშნებით და სურათი უმთავრესად სიმსივნის განვითარების სტადიაზეა დამოკიდებული.
დაავადება სამ ეტაპად ვითარდება: პირველი პერიოდი სიმსივნის განვითარების დასაწყისს მოიცავს და
ამ დროს სიმსივნის ნიშნები რენტგენულად არ ვლინდება. მეორე, უსიმპტომო ანუ კლინიკური ნიშნების
გამოვლენამდე სიმსივნის ნიშნები მხოლოდ რენტგენულ გამოსახულებაზე ჩანს, ხოლო მესამე ანუ
კლინიკურ პერიოდში, სიმსივნის ნიშნები უკვე დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების
სახითაც იჩენს თავს. დაავადების ყველაზე ხშირი სიმპტომებია: გახანგრძლივებული ხველა მშრალი ან
მცირე რაოდენობის ნახველის გამოყოფით, სისხლიანი ხველა (ხშირად უკვე დაავადების შორსწასული
ფორმის მაუწყებელია), სხეულის ტემპერატურის მატება, ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის
უკმარისობა, საერთო სისუსტე და ქოშინი, მადის დაკარგვა, სახის შეშუპება და ხმის ჩახლეჩვა, წონის
კლება. დაავადების პრეცევნციისთვის მნშვნელოვანია: შეიზღუდოს ცხიმი კვების რაციონში, უარი ითქვას
თამბაქოსა და ალკოჰოლის მიღებაზე, მოვერიდოთ მზის სხივებს, მივიღოთ მეტი A და C ვიტამენების და
ბოჭკოვანი შემცველობის საკვები. ვინაიდან მკურნალობა ძვირადღირებულია და დღევანდელი
სოციალური მდგომარეობა პაციენტებს მისი ჩატარების საშუალებას არ აძლევს, სახელმწიფომ შემოიღო
დაფინანსების პროგრამული ფორმა. 60 წელს გადაცილებული პაციენტების დიაგნოსტიკისა და
მკურნალობის 90%-ს, ხოლო 60 წლამდე - 70% სახელმწიფო აფინანსებს.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2024 Veronika Tsetsxladze, Otar Vasadze