ტრავმატიზმის დაფინანსებისა და ტრავმული დაზიანებით პაციენტების კმაყოფილების კვლევა კერძო სადაზღვევო კომპანიის მაგალითზე
PDF

Keywords

ტრავმატიზმი, ტრავმატიზმის ეკონომიკური ტვირთი, ტრავმატიზმული დაზიანებით პირთა დაზღვევა.

How to Cite

ჯაფაროვა ა., & ჩიხლაძე ნ. (2019). ტრავმატიზმის დაფინანსებისა და ტრავმული დაზიანებით პაციენტების კმაყოფილების კვლევა კერძო სადაზღვევო კომპანიის მაგალითზე . Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 3(3). Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/211

Abstract

ტრავმატიზმი და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში ერთ-ერთ მზარდ პრობლემას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, უკანასკნელ წლებში ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროკავშირი, სულ უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ ტრავმატიზმის პრევენციაზე, ტრავმატიზმის მკურნალობის ეკონომიკური დანახარჯების მოცულობაზე, ტრავმატიზმით დაზარალებული პაციენტების სამედიცინო მომსახურებაზე, და სხვა. მსოფლიოში ტრავმატიზმის დიდი ნაწილი გვხვდება ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მოსახლეობაში, რომლებიც სარგებლობენ ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევით. 2019 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით ჩავატარეთ კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ერთი კერძო სადაზღვევო კომპანიის მაგალითზე საქართველოს მასშტაბით თბილისსა და რეგიონში მცხოვრები დაზღვეული კონტიგენტის ტრავმატიზმის შემთხვევების დაფინანსების და აღნიშნული კონტიგენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისა და სადაზღვევო პაკეტის მიმართ დამოკიდებულებების შეფასება. კვლევის მეთოდად შერჩეული იქნა რაოდენობრივი მეთოდი, შემუშავდა სპეციალური კითხვარი. გამოკითხული იქნა სულ 200 რესპონდენტი, რომლებმაც ტრავმატიზმის დიაგნოზით 2018 წელს მიიღეს გეგმიური და გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება პროვაიდერ და არაპროვაიდერ დაწესებულებებში. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ტრავმების სტრუქტურაში პრევალირებს მოტეხილობა(43%), დაჟეჟილობა (10%), ჭრილობა-12.5%, სხვა-34.5%. ტრავმული დაზიანებების მიზეზი უმეტეს შემთხვევაში არის საგზაო-სატრანსპორტო და საწარმოო შემთხვევები. ტრავმების უმეტესობა მოხდა თბილისში. კვლევაში მონაწილე რესპონდენტების 99% აღნიშნავს, რომ კომპანიამ უზრუნველყო მათი ტრავმული შემთხვევების უზრუნველყოფა შესაბამისი პროვაიდერითა და დაფინანსებით, რესპონდენტების 95% კმაყოფილია ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით, ხოლო რესპონდენტების 94% კმაყოფილია კომპანიის თანამშრომლების დამოკიდებულებით დაზღვეულების მიმართ. ამავე დროს გამოიკვეთა შემდეგი: დაზღვეულების დიდი ნაწილი არასათანადოდ აფასებს და აცნობიერებს დაზღვევის ხელშეკრულების პირობებს, ისინი თვლიან რომ ეს კერძო კომპანიის თანამშრომლების მოვალეობაა. მნიშვნელოვანია, სადაზღვევო კომპანიებმა მოახდინონ დაზღვეული პირების სათანადო ინფორმირება, სადაზღვევო პირობების უკეთ გაცნობის მიზნით მომზადდეს შესაბამისი განმარტებები და რეკომენდაციები დაზღვეული პირებისთვის

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2019 ანა ჯაფაროვა, ნინო ჩიხლაძე