Abstract
მარილის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება დაკავშირებულია მთელი რიგი არაგადამდები დაავადებების განვითარებასთან, მათშორისაა ჰიპერტენზია, ინსულტი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებები. მარილის მიღების შეზღუდვამ კი შესაძლოა შეამციროს სისხლის წნევა და არაგადამდები დაავადებების განვითარების რისკი. თანამედროვე მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი წილი მარილს ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებაზე მეტი რაოდენობით მოიხმარს. ისინი ხშირ შემთხვევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ ნორმაზე მეტ მარილს მოიხმარენ, რომელიც მოზრდილთათვის შეადგენს 2გ ნატრიუმი/დღეში (5გ მარილი/დღეში).
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2019 გვანცა გელავა, ნანა მებონია