Abstract
Globalcancer-ის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 2012 წელს მსოფლიოში 14.1 მლნ კიბოს
შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ფილტვის კიბოს პროცენტული მაჩვენებელი 13% - ყველაზე მაღალი
იყო. ფილტვის კიბოს გავრცელება გეოგრაფიული დაყოფის მიხედვით შემდეგია: აღმოსავლეთ ევროპაში
მისი გავრცელების სიხშირე 53 ყოველ 100,000 კაცზე. ასევე საკამოდ მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ
აზიაში 50,1 ყოველ 100,000 კაცზე. საგრძნობლად დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება ცენტრალური და
დასავლეთ აფრიკა, შესაბამისად, 2.0 და 1.7 ყოველ 100,000 კაცზე. გაანალიზებული იქნა დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2013 წლის სტატისტიკური
მონაცემები, რის მიხედვითაც 2013 წლის ბოლოს ტრაქეა, ბრონქების და ფილტვის ავთვისებიანი
სიმსივნეების დიაგნოზით აღრიცხვაზე იმყოფებოდა 1233 ავადმყოფი (პრევალენტობა - 27.5). პირველადი
დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებულ ავადმყოფთა შორის 83.9% მამაკაცი იყო (ინციდენტობა
მამაკაცებში - 18.9). ინციდენტობის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 18.6% გაიზარდა. მამაკაცებში
ავთვისებიანი სიმსივნეების ახალი შემთხვევების 18.5% ფილტვის სიმსივნეებზე მოდიოდა. უკანასკნელი
წლების განმავლობაში ფილტვის ახლად გამოვლენილი ავთვისებიანი სიმსივნეების საერთო რაოდენობა
მნიშვნელოვნად გაიზარდა I და II სტადიაზე, გამოვლენილი შემთხვევების წილი შესაბამისად შემცირდა
III და IV სტადიაზე. ახლად გამოვლენილი შემთხვევებში დიაგნოზის დადგენიდან პირველ წელს
გარდაიცვალა 27.4%. ფილტვის კიბოს შემთხვევების 3% I სტადიაზე მოდიოდა, 10% - II , 17% - III , ხოლო
70% - IV-ზე.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2016 Valeri Kedeladze, Tea Gamezardashvili