Abstract
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანზიაციის რეკომენდაციით, ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე
უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ,განაპირობებს ფინანსური რისკებისაგან დაცვის
გარანტს (WHO/ჯანმო, 2018). საქართველოში 2013 წლიდან მნიშვნელოვნად მცირდება ჯიბიდან
გადახდების წილი და უპრეცენდენტოთ იზრდება ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები (2012 წ -
ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები მშპ-ის 1.7%-ია; 2016 წ. - მშპ-ის 3%) (სშჯსდს, ჯანდაცვის
ეროვნული ანგარიშები, 2016). საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს ინიციატივით 2013 წლის 28 თებერვლიდან, საქართველოში ამოქმედდა საყოველთაო
ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის დადგენილება
№36). ამასთან, არსებობს მელი რიგი პრობლემები,რომელიც უკავშირდება სავადმყოფოების მიერ
გაწეული მომსახურების ანაზღაურების ვადებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ,
რომელიც ხშირ შემთხვევაში იწვევს ზარალების და პროვაიდერების მიერ სერვისის ღირებულების
გაზრდას. 2016 წლის აპრილიდან საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადაა საანგარიშგებო
დოკუმენტაციის ჩაბარებიდან არაუმეტეს 60 სამუშაო დღე, შემდგომ ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი,
რომელიც გრძელდება 3 სამუშაო დღე, მიმწოდებელთან საბოლოო ანგარიშსწორება კი ხდება აქტების
რეესტრში რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში (საქართველოს მთავრობის N36 დადგენილება
მუხლი 14,15). აქედან გამომდინარე საქართველოში სავადმყოფოების მიერ გაწეული მომსახურების
ანაზღაურების ვადა შეადგენს არა უმეტეს 75 დღისა. საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ მიერ
ჩატარებული კვლევის თანახმად, საავადმყოფოების მენეჯერთა 38% აღნიშნავს, რომ სააგნეტოს მიერ
თანხები ირიცხება დაგვიანებით ან მნიშვნელოვანი დაგვიანებით (საერთაშორისო ფოინდი კურაციო,
2015).
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2018 ლაშა ხვედელიძე, ქეთევან გოგინაშვილი