Abstract
ტრანსპლანტაცია არის ადამიანის უჯრედების, კანის და ორგანოების გადანერგვა, დონორიდან
რეციპიენტისთვის სასიცოცხლო ფუნქციების აღსადგენად (WHO, ჯანმო 2008). დღესდღეობით,
ტრანსპლანტაცია მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ დარგად მიიჩნევა, რომელიც
ყოველღიურად, დინამიურად, ვითარდება. კონკრეტული გადანერგვა შეიძლება მიზნად ისახავდეს
რეციპიენტის სიცოცხლის გადარჩენას, დაავადების პროგრესირების შეფერხებას, მის სრულ ან
ნაწილობრივ განკურნებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას (WHO, ჯანმო 2015).
სტატისტიკური მონაცემებისა და 2008 წლიდან დღემდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, რომელიც
მოიცავს 104 ქვეყანას, რაც შეადგენს საერთო მოსახლეობის 90%-ს , მსოფლიოში ყოველწლიურად
დაახლოებით 100 800 ათასამდე ტრანსპლანტაციის ოპერაცია კეთდება (WHO/ჯანმო, 2015) მსოფლიო
ლიდერი ტრანსპლანტაციის კუთხით ამერიკაა, ამერიკაში 2016 წლის მონაცემების მიხედვით გვამური
დონაციის მაჩვენებელი დაახლოებით - 14 860 შეადგენს (GODT). საქართველოში ჩატარებული
ტრანსპლანტაციების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს ფლობენ, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა
ასოციაცია (GAT), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
(NCDC). გასული წლების განმავლობაში ჩატარებული ოპერაციების რაოდენობრივი და თვისობრივი
სტატისტიკა არ არის თანხვედრაში ერთმანეთთან. კვლევის მიზანია, საქართველოში განხორციელებული
ტრანსპლანტაციების შესახებ არსებული მონაცემების, მონაცემთა წყაროებისა და საერთაშირისო
ინფორმაციული სისტემების შესწავლა, პროცესის ანალიზი და თვისობრივი ცვლადების მონაცემებში
ასახვის სიზუსტის დადგენა.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2018 ნინო ბაბილუა