HPV Role in Pathology of Cervix and Cervical Cancer Prevention
PDF

Keywords

ადამიანის პაპილომა ვირუსუსი, საშვილოსნოს ყელის კიბო, ინტრაეპითელიალური კარცინომა, ცერვიკალური დისპლაზია, სკრინინგი, ვაქცინაცია.

How to Cite

Gogoladze, T., & Tkeshelashvili, V. (2016). HPV Role in Pathology of Cervix and Cervical Cancer Prevention. Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 1(2). Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/18

Abstract

საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული კიბოა მსოფლიოში. მსოფლიოში
ყოველწლიურად 528,000 ახალი შემთხვევის გამოვლენა ხდება და დაახლოებით 260,000 ქალი იღუპება
აღნიშნული დიაგნოზით. გარდაცვლილთა 80 % განვითრებადი ქვეყნების მაცხოვრებელია. საშვილოსნოს
ყელის კიბო შემთხვევათა 99% ისევე როგორც კიბოსწინა დაავადებები დაკავშირებულია ადამიანის
პაპილომა ვირუსთან. ონკოლოგიური თვალსაზრისით საშიში HPV-ს მაღალი რისკის გენოტიპებია: 16, 18,
31, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59, 66, 68 .მათი ხარგრძლივი პერსისტენციის შემთხვევაში შესაძლოა
განვითარდეს საშვილოსნოს ყელის დისპლაზიები, ინტრაეპითელიალური და ინვაზიური კიბო.
საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკის ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია სქესობრივი
ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყება, სქესობრივი პარტნიორების ხშირი ცვლა და შემთხვევითი
კონტაქტები, ნიკოტინის მოხმარება, ჰორმონული კონტრაცეფცია, იმუნოსუპრესიული მდგომარეობა,
აბორტებისა და მშობიარობების დიდი რაოდენობა. საშვოლოსნოს ყელის კიბო მიეკუთვნება იმ
დაავადებათა რიცხვს, რომლის პრევენცია შემთხვევათა 90%-ში შესაძლებელია. საშვილოსნოს ყელის
კიბოს პირველადი პრევენცია გულისხმობს ვაქცინაციას. დღეისათვის უკვე არსებობს ახალი ცხრა
ვალენტური ვაქცინა , რომელიც გაცილებით ეფექტურად იცავს HPV-სგან, ვიდრე მისი წინამორბედი ორ
ვალენტური და ოთხ ვალენტური ვაქცინები. საშვილოსნოს ყელის კიბოს მეორადი პროფილაქტიკა
გულისხმობს უსიმპტომო ქალების სკრინინგს HPV-ს მიერ გამოწვეული დაზიანებების გამოსავლენად.
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრეკლინიკური ფაზა რამოდენიმე წელი გრძელდება. ფონური და კიბოსწინა
დაზიანების აღმოჩენა შესაძლებელია სკრინინგული ტესტებით, ხოლო მკურნალობა შესაძლებელია
ამბულატორიულ პირობებში. საშვილოსნოს ყელის კიბოს ახლად გამოვლენილი შემთხვევების თითქმის
50% წარმოადგენს სიმსივნის II-IV სტადიას, როდესაც მკურნალობის ეფექტიანობა დაბალია. ქ. თბილისში
2008 წლიდან მოქმედებს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, სკრინინგი საქართველოში
ოპორტუნისტულია, რაც ემყარება ქალების თავისი სურვილით მომართვიანობას. სამიზნე პოპულაცია
არის 25 დან 60 წლამდე ქალები, სკრინინგის ინტერვალი არის 3 წელი, პირველად ტესტად
წარმოდგენილია PAP ტესტი, ატიპიური PAP ტესტის მქონე ქალების მართვა ხდება ეროვნული
გაიდლაინის მიხევით საჭიროების შემთხვევაში სრულდება კოლპოსკოპიური კვლევა და დამიზნებითი
ბიოფსია შემდგომი მორფოლოგიური კვლევით. WHO-ის მონაცემებით ევროპის რიგ ქვეყნებში,
როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია და ფინეთი, სადაც მოქმედებს სკრინინგის
ორგანიზებული მოდელი შესაძლებელი გახდა მიზნობრივი ჯგუფის 70% ით მოცვა. სკრინინგის
ორგანიზებული მოდელი გულისხმობს ყველა სამიზნე ასაკობრივ ჯგუფში რეგისტრირებული ქალის
მოწვევა-გამოძახების სისტემას. ევროპის რამოდენიმე ქვეყნის მაგალითზე ნაჩვენები იქნა, რომ ეფექტური
სკრინინგისთვის მნიშვნელოვანია პირველად ტესტად წარმოდგენილი იყოს ზუსტი, ხარჯთ-ეფექტიანი,
მაღალი მგრზნობელობის ტესტი. ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს HPV დნმ. აღნიშნული ტესტის
დანერგვა შესაძლებელს ხდის პირველივე რაუნდში გამოვლისნდეს პრობლემა და გაიზარდოს სკრინინგის
ინტერვალი, რაც თავის მხრივ განაპირობებს სამიზნე პოპულაციის მეტი პროცენტით მოცვას და
სკრინინგის ხარჯ-ეფექტიანობის გაზრდას.

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2024 Tamuna Gogoladze, Vasil Tkeshelashvili