კლინიკური მენეჯერების გადამზადების პროგრამის ეფექტურობა
PDF

How to Cite

შალამბერიძე ა., & გამეზარდაშვილი თ. (2018). კლინიკური მენეჯერების გადამზადების პროგრამის ეფექტურობა. Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 2(2). Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/179

Abstract

2017 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
პროფესიული განვითარების საბჭომ დაამტკიცა პროგრამა კლინიკური მენეჯერების კურსის შესახებ
(“სტაციონარული დაწესებულების სტაციონარულ სერვისზე პასუხისმგებელი პირის – კლინიკური
მენეჯერის გადამზადების კურსი’’). ამ კურსის საჭიროება გამოიხატება იმაში, კლინიკური მენეჯერის
პოზიცია დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს და შესაბამისად, გამოცდილი კადრები ესაჭიროება, რაც
საქართველოში პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან ამ პოსტს ძირითადად ექიმები იკავებენ (კენჭაძე,
2017). აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოიკვეთა კლინიკური მენეჯერების გადამზადების კურსების
საჭიროება. მათ არ აქვთ მენეჯმენტის კუთხით საკმარისი განათლება, რადგან სამედიცინო
კურიკულუმები არ მოიცავდნენ ჯანდაცვის სისტემისა და თანამედროვე მოთხოვნების სწავლებებს.
გარდა ამისა, არ არსებობს სამედიცინო მენეჯმენტზე უწყვეტი განათლების მოთხოვნა. კლინიკური
მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობებისა და გადამზადების კურსების ეფექტურობის შესასწავლად
გამოყენებული იქნა შემდეგი მონაცემთა ბაზა: Hinari, PubMed, WHO(World Health Organization).
მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბრიტანეთში, ბელგრადში, ტანზანიასა თუ
ნორვეგიაში ჩატარებულმა გადამზადების პროგრამებმა იმდენად დიდი შედეგი აჩვენა, რომ მათ
უღირდათ კვლევებში ჩადებული ინვესტიცია, ხოლო რაც შეეხება საქართველოს სადაც მხოლოდ 4 კურსს
აქვს მოპოვებული ამ ეტაპისთვის აკრედიტაცია არანაკლებ დადებითი შედეგები აჩვენა.
კურსდამთავრებულები კმაყოფილები არიან, ისინი ფიქრობენ, რომ შემდგომში უფრო გაუადვილდებათ
მენეჯმენტის კუთხით მუშაობა და მათი სამედიცინო განათლება გახდა სრულფასოვანი, ვინაიდან მათ
ისწავლეს როგორ მართონ საკუთარი საქმიანობა.

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2018 ანა შალამბერიძე, თეა გამეზარდაშვილი