სამედიცინო მომსახურების ხარისხი - საავადმყოფოს შიდა ინფექციების კონტროლის მექანიზმები
PDF

How to Cite

ჯოხაძე ქ. (2018). სამედიცინო მომსახურების ხარისხი - საავადმყოფოს შიდა ინფექციების კონტროლის მექანიზმები . Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 2(2). Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/176

Abstract

ნოზოკომიური ინფექციები (საავადმყოფოს შიდა ინფექციები) გვხვდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და
გავლენას ახდენს, როგორც განვითარებულ, ისე ნაკლები რესურსის მქონე ქვეყნებზე. ნოზოკომიური
ინფექცია, სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციაა, რომელიც შეძენილია/
აღმოცენებულია სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციიდან 48 საათის
შემდეგ და რომელიც არ აღენიშნებოდა პაციენტს სამედიცინო სერვისზე მიმართვის მომენტში
მანიფესტური ფორმით ან არ იმყოფებოდა ინკუბაციურ პერიოდში. ნოზოკომიურად ითვლება:
პაციენტების მიერ სტაციონარში შეძენილი ინფექცია, რომელიც გაწერის შემდეგ გამოვლინდება
კონკრეტული ინფექციისათვის დამახასიათებელი მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდის
განმავლობაში. (ბრძანება №01-38/ნ. 2015წ. მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები). პაციენტების
უმრავლესობისათვის საავადმყოფოში გატარებული დროის განმავლობაში შეძენილი ინფექციები
სიკვდილიანობის ერთ-ერთ სერიოზულ მიზეზს წარმოადგენს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა
უკვე იციან ამ საგანგაშო ჭეშმარიტების შესახებ. როდესაც ბაქტერია მოხვდება რაიმე სახის სამედიცინო
მოწყობილობაზე, სახვევზე ან თუნდაც მომვლელის ხელზე, იგი მარტივად პოულობს გზას პაციენტის
ორგანიზმისაკენ მის სხეულზე არსებული ჭრილობის, კათეტერის ან იმ პროცედურის საშუალებით,
რომელიც სხეულის შიდა ნაწილების დამუშავებას მოითხოვს. ამ ყველაფერს ხშირად მეტად სერიოზულ,
დამანგრეველ შედეგამდე მივყავართ - ინფექცია. პრაქტიკა აჩვენებს, რომ დაინფიცირების შემთხვევათა 0-
მდე დაყვანა საავადმყოფოების წარმატებული ფუნქციონირებისათვის ერთ-ერთ მთავარი მიზანი უნდა
იყოს. აქ საუბარია საიმედოობასა და სიზუსტეზე (Institute for Healthcare Development, 2018). როცა
მკაფიოდ შთავაგონებთ სამედიცინო პერსონალს (ძირითადად ექთნებს) სწორი ქმედებების
განხორციელების აუცილებლობას, ცვლილებაც სახეზე იქნება, მაგრამ საკითხავია, მოახერხებს, თუ არა
რომელიმე სამედიცინო დაწესებულება ინფექციის გავრცელების ნულამდე დაყვანას (მიუხედავად სწორი
ქმედებებისა). რეალურად, შესაძლებელია, რომ ძალიან შეამცირონ კლინიკებმა ინფიცირების რიცხვი,
სწორი ჩარევებით თუ პროდეცურებით, მაგრამ მისი განულება ვერასოდეს მოხდება. წინააღმდეგ
შემთხვევაში, მათ მოუწევთ უარი თქვან რიგით პაციენტებზე, რაც არასწორი გადაწყვეტილება იქნება.

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2018 ქრისტინე ჯოხაძე