Abstract
C- ჰეპატიტი სისხლით გადამდები ინფექციაა. ათიდან ორი ადამიანი თვითგანკურნებადია, მაგრამ
დანარჩენ რვა შემთხვევაში დაავადება გადადის ქრონიკულ ფორმაში. თუ არ მოხდა C ჰეპატიტის
დროულად დიაგნოსტირება და მკურნალობაც დაგვიანდა, ასეთ შემთხვევაში 20%-ში მოსალოდნელია
ციროზის განვითარება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის
თანახმად, საქართველოში დაახლოებით 200.000 ადამიანი C ჰეპატიტით.სხვადასხვა წყაროებიდან
მიღებული მონაცემები, რეგისტრირებული B და C ჰეპატიტის მზარდი შემთხვევების შესახებ კიდევ
ერთხელ მეტყველებს ტესტირების ჩატარების აუცილებლობაზე (WHO/ჯანმო, 2015). დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტატისტიკური მონაცემების
მიხედვით (NCDC საქართველო-2014 ) მაქსიმალური ინციდენტობის მაჩვენებელი გამოვლინდა 30-59
წლის ასაკის მოსახლეობაში. ბოლო მონაცემები, რომლებიც მოწოდებულია საქართველოს შიდსისა და
კლინიკური იმუნოლოგიის კვლევის ცენტრის მიერ, გვიჩვენებს, რომ C-ჰეპატიტის პრევალენტობამ
მიაღწია 6.7 %-ს და შეადგენს დაახლოებით 200 000 ადამიანს საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობაში.
ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. კვლევის
მიზანია ნათელი გახადოს თუ რა მეთოდებითა და ხერხებით ხდება C-ჰეპატიტის სკრინინგის
ინფორმაციის მიწოდება სტუდენტებისათვის, აგრეთვე რამდენად ჯეროვანია ეს ინფორმაცია. მიზანს
წარმოადგენს შეისწავლოს ქართველი და უცხოელი სტუდენტების დამოკიდებულება C-ჰეპატიტის
სკრინინგისადმი და დაადგინოს მათი ცნობადობის დონე ამ კონკრეტულ ინფექციურ დაავადებასთან
მიმართებაში.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2018 სალომე ახალაია, თამარ ლობჯანიძე, გიორგი კამკამიძე