ბავშვობაში ძალადობრივი გამოცდილების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოში
PDF

How to Cite

დადიანი გ., & ყაზახაშვილი ნ. (2018). ბავშვობაში ძალადობრივი გამოცდილების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოში . Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 2(2). Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/174

Abstract

საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ბავშვებზე ძალადობა ერთ–ერთი გავრცელებული
პრობლემაა. გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდმა (,,UNICEF’’) 2007 წელს საქართველოში ჩაატარა ბავშვთა
მიმართ ძალადობის გავრცელების შემაფასებელი ეროვნული კვლევა,რომლის მიხედვითაც
საქართველოში მოსახლეობის 30% აღნიშნავს, რომ მშობლები მათ მიმართ ფიზიკურ ძალას იყენებდნენ.
აღნიშნული კვლევის შედეგები საგანგაშოა. ბავშვთა ასაკში ძალადობით გამოწვეული შედეგები შეიძლება
იყოს უშუალო და შორეული. ძალადობით გამოწვეული უშუალო შედეგებია ფიზიკური ტრავმები და
დაზიანებები. ამ დროს ბავშვები ხშირად ხვდებიან სტაციონარში მოწამვლის ან/და მოტეხილობების გამო.
მათ აღენიშნებათ ღებინება, თავის ტკივილები, ტვინის შერყევისათვის დამახასიათებელი
სისხლჩაქცევები თვალის გუგებზე და სხვა სიმპტომები. გადატანილიდან გამომდინარე, ბავშვი განიცდის
ძლიერ შიშს, შფოთვას და სიბრაზეს. მსხვერპლი ბავშვები განიცდიან აგრესიას, ემოციურ აფექტებს,
რომლებიც ხშირად მათზე უფრო სუსტ ბავშვებზე ან ცხოველებზე გადააქვთ. ძალადობით გამოწვეული
შორეული შედეგებია ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფიზიკური და ფსიქოლოგიური
თავისებურებები. მტკიცებულებათა მზარდი რაოდენობა ცხადყოფს, რომ ძალადობის ან ტრავმული
გამოცდილების ზემოქმედება გავლენას ახდენს განვითარების პროცესში მყოფი ბავშვის თავის ტვინზე და
ხელს უშლის ნორმალური განვითარებისთვის საჭირო პროცესების მიმდინარეობას ჰორმონალურ და
ბიოქიმიურ დონეზე. ძალადობრივი ბავშობის გამოცდილება პირველ ეტაპზე იწვევს სოციალურ,
ემოციურ და კოგნიტურ სისუსტეს,რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ჯანმრთელობისათვის სარისკო
ქცევების განვითარებას,მავნე ჩვევების გამომუშავებას,რასაც შედეგად მოჰყვება ჯანმრთელობის
მდგომარეობის გაუარესება, დაავადებები და სხვადასხვა სოციალური პრობლემები,ხოლო საბოლოო
გამოსავალი არის ნაადრევი სიკვდილი.

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2018 გვანცა დადიანი, ნატა ყაზახაშვილი