Abstract
ტრავმატიზმი წარმოადგენს გლობალურ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლებას, რაც დაკავშირებულია მისი
გავრცელების მაღალ მაჩვენებელსა და სამედიცინო-სოცილური შედეგების სიმძიმესთან - შეზღუდული
შესაძლებლობების განპირობება და სიკვდილი. ტრავმატიზმის წილი გლობალურ სიკვდილიანობაში 10%-
ს, ხოლო გლობალურ ავადობაში - 12%-ს შეადგენს, რამდენადაც ავტო-საგზაო შემთხვევები,
თვითდაზიანებები, ძალადობა და ომი სიკვდილის ხშირ მიზეზებს წარმოადგენენ. სტატისტიკა გვაძლევს
საფუძველს ვივარაუდოთ, რომ პრევენციული ღონისძიებების ჩატარების გარეშე, ტრავმატიზმით
გამოწვეული სიკვდილიანობა კიდევ უფრო გაიზრდება. ზოგიერთ ქვეყანაში, ბოლო ათწლეულების
განმავლობაში, ტრავმატიზმისა და ძალადობის თავიდან აცილების შესაძლებლობების შესახებ
ცნობიერების ამაღლებამ ხელი შეუწყო პრევენციული სტრატეგიების, როგორც ტრავმის შედეგად
სიკვდილიანობის და შეზღუდული შესაძლებლობების განვითარების შემცირების საშუალების,
განვითარებას. თუმცა, ბევრ ქვეყანაში ტრავმატიზმის პრობლემა არ არის სათანადოდ აღიარებული და
შესაბამისად, განხილული. ბოლო დროს სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს საზოგადოებრივ
ჯანდაცვაში ტრავმატიზმის ასპექტების შესწავლა, ტრავმატიზმის პრაქტიკის გლობალიზაცია,
კრიტიკული აქცენტების დასმა ტრავმული დაზიანებების მოვლის ორგანიზაციისა და სათანადო
განათლების ხელმისაწვდომობაზე. ტრავმატიზმის გლობალურ ეპიდემიასთან საბრძოლველად
ძალისხმევის ფოკუსირება ხდება ზომების გამოვლენაზე, რომლებიც ხელს შეუშლიან და არ დაუშვებენ
მოვლენებს, რომლებსაც მივყავართ შემთხვევით დაზიანებასთან. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია
ძირეული მიზეზებისა და რისკის ფაქტორების აღმოფხვრით ან შემცირებით. მოქმედ პრევენციას შეუძლია
სიცოცხლის გადარჩენა, შეზღუდული შესაძლებლობების და სხვა ნეგატიური შედეგების შემცირება .
პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, ქვეყნები ცდილობენ ტრავმატიზმის გავრცელებაზე
მიმართული ინტერვენციების განხორციელებას, რაც შეუძლებელია სარწმუნო და ხარისხიანი მონაცემების
გარეშე. ამდენად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ტრავმული დაზიანებების ეპიდემიოლოგია,
რომელიც გამოავლენს ტრავმატიზმის გავრცელების თავისებურებებს და სხვა მახასიათებლებს.
განვითარებად ქვეყნებში, სადაც სიკვდილის მიზეზების დიფერენცირების ხარისხი დაბალია,
რეკომენდებულია პოპულაციური რეგისტრის დანერგვა, სადაც აქცენტი გაკეთდება ხარისხზე და არა
მხოლოდ რაოდენობაზე. NIH (აშშ) პროექტის ,,ICREATE - კვლევის მოცულობის გაზრდა აღმოსავლეთ
ევროპაში’’ (Increasing Capacity in Research in Eastern Europe) ფარგლებში თსუ მედიცინის ფაკულტეტის
ბაზაზე მიმდინარეობს ტრავმული დაზიანებების ეპიდემიოლოგიური კვლევა, რაც საშუალებას მოგვცემს
შევაფასოთ ტრავმული დაზიანების ზედამხედველობაში არსებული მდგომარეობა და დავსახოთ
გაუმჯობესების და დაავადების პრევენციის ეფექტური ღინისძიებები.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2018 ნინო ჩხაბერიძე, ნინო ჩიხლაძე