პრევენციის როლი ბავშვთა ტრავმულ დაზიანებებში
PDF

How to Cite

ახობაძე ქ., გიგუაშვილი ა., & ჩიხლაძე ნ. (2018). პრევენციის როლი ბავშვთა ტრავმულ დაზიანებებში. Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 2(2). Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/171

Abstract

ბავშვთა ტრავმული დაზიანებების შედეგად ყოველდღე მთელ მსოფლიოში 2000 ოჯახზე მეტი დგება იმ უბედურების წინაშე, რაც ბავშვის დაკარგვით არის გამოწვეული. ამათგან 95 % შემთხვევითი ტრავმატიზმის შედეგია ანუ შემთხვევებისა, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა სხვა პარტნიორებთან ერთად ბავშვთა უფლებების დაცვა პრიორიტეტად აღიარეს. ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება იცხოვროს უსაფრთხო გარემოში და იყოს დაცული დაზიანებისა და ძალადობისაგან. სტატისტიკური მონაცემები საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ პრევენციული ღონისძიებების გატარების გარეშე 2030 წლისთვის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული სიკვდილიანობა მე-5 ადგილს დაიკავებს. ”ბავშვთა ტრავმატიზმის პრევენციის მსოფლიო ანგარიში”-ს მიხედვით თუ პრევენციული ღონისძიებები გატარებული იქნება ყველგან და ყოველთვის, დღეში სულ ცოტა 1000 ბავშვის სიცოცხლე გადარჩება. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სიკვდილის შემთხვევები, ეს მხოლოდ პირამიდის წვერია. ტრავმული დაზიანებების გამო უამრავი ბავშვი ხდება უნარშეზღუდული, ზოგჯერ მთელი სიცოცხლის მანძილზე, რომელიც ასევე მძიმე ტვირთად აწევს ოჯახს, ახლობლებს, საზოგადოებას და სახელმწიფოს. მსოფლიოს მასშტაბით ტრავმებითა და ძალადობით განპირობებული საერთო დანაკარგი მილიარდობით ამერიკულ დოლარს შეადგენს. ეს ხარჯი განსაკუთრებით დიდი დარტყმაა დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ბიუჯეტისათვის. ასეთ ქვეყნებს შორის საქართველოც მოიაზრება, სადაც 2015 წელს ტრავმების გამო სტაციონარული მომსახურება მიიღო 4568 ბავშვმა (1-დან 15 წლამდე), გარდაიცვალა 16 ბავშვი, ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა 1080 ბავშვს. ყოველივე ეს მოითხოვს როგორც ადამიანურ რესურსებს, ისე დიდ მატერიალურ დანახარჯებს. საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, რომ პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგად, ტრავმული დაზიანებების რიცხვი მნიშვნელოვნად იკლებს. შვედეთმა ერთ-ერთმა პირველმა აიღო პასუხისმგებლობა ბავშვთა უსაფრთხოების პოლიტიკის გატერებაზე და პირნათლად შეასრულა ჯანმოს რეკომენდაციები, რის შედეგადაც ამ ქვეყანაში ბავშვთა ტრავმული დაზიანებ

ბავშვთა ტრავმული დაზიანებების შედეგად ყოველდღე მთელ მსოფლიოში 2000 ოჯახზე მეტი დგება იმ უბედურების წინაშე, რაც ბავშვის დაკარგვით არის გამოწვეული. ამათგან 95 % შემთხვევითი ტრავმატიზმის შედეგია ანუ შემთხვევებისა, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა სხვა პარტნიორებთან ერთად ბავშვთა უფლებების დაცვა პრიორიტეტად აღიარეს. ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება იცხოვროს უსაფრთხო გარემოში და იყოს დაცული დაზიანებისა და ძალადობისაგან. სტატისტიკური მონაცემები საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ პრევენციული ღონისძიებების გატარების გარეშე 2030 წლისთვის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული სიკვდილიანობა მე-5 ადგილს დაიკავებს. ”ბავშვთა ტრავმატიზმის პრევენციის მსოფლიო ანგარიში”-ს მიხედვით თუ პრევენციული ღონისძიებები გატარებული იქნება ყველგან და ყოველთვის, დღეში სულ ცოტა 1000 ბავშვის სიცოცხლე გადარჩება. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სიკვდილის შემთხვევები, ეს მხოლოდ პირამიდის წვერია. ტრავმული დაზიანებების გამო უამრავი ბავშვი ხდება უნარშეზღუდული, ზოგჯერ მთელი სიცოცხლის მანძილზე, რომელიც ასევე მძიმე ტვირთად აწევს ოჯახს, ახლობლებს, საზოგადოებას და სახელმწიფოს. მსოფლიოს მასშტაბით ტრავმებითა და ძალადობით განპირობებული საერთო დანაკარგი მილიარდობით ამერიკულ დოლარს შეადგენს. ეს ხარჯი განსაკუთრებით დიდი დარტყმაა დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ბიუჯეტისათვის. ასეთ ქვეყნებს შორის საქართველოც მოიაზრება, სადაც 2015 წელს ტრავმების გამო სტაციონარული მომსახურება მიიღო 4568 ბავშვმა (1-დან 15 წლამდე), გარდაიცვალა 16 ბავშვი, ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა 1080 ბავშვს. ყოველივე ეს მოითხოვს როგორც ადამიანურ რესურსებს, ისე დიდ მატერიალურ დანახარჯებს. საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, რომ პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგად, ტრავმული დაზიანებების რიცხვი მნიშვნელოვნად იკლებს. შვედეთმა ერთ-ერთმა პირველმა აიღო პასუხისმგებლობა ბავშვთა უსაფრთხოების პოლიტიკის გატერებაზე და პირნათლად შეასრულა ჯანმოს რეკომენდაციები, რის შედეგადაც ამ ქვეყანაში ბავშვთა ტრავმული დაზიანებების რიცხვი მინიმუმამდეა დაყვანილი. სხვა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანებმაც შეძლეს უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ტრავმებით გამოწვეული ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება 50%-ით. ამდენად, ბავშთა ტრავმული დაზიანების პრევენცის მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკელი მკვლევარების აზრით, ბავშვთა ტრავმატიზმის პრევენცია ხარჯთეფექტური პროცესია და მისი სწორი მიმართულებით განხორციელება მნიშვნელოვნად შეამცირებს არამარტო ბავშვთა დაზიანების შემთხვევებს, ამ შემთხვევებით გამოწვეულ მორალურ ტვირთს. არამედ სახელმწიფოს ხარჯებსაც.

 

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2018 ქეთევან ახობაძე, ანა გიგუაშვილი, ნინო ჩიხლაძე