საგზაო უსაფრთხოება: საერთაშორისო გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები
PDF

How to Cite

ხაჩიძე ნ., გიგუაშვილი ა., & ჩიხლაძე ნ. (2018). საგზაო უსაფრთხოება: საერთაშორისო გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები. Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 2(2). Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/170

Abstract

დღესდღეობით საგზაო ავარიები და ტრავმატიზმი გლობალურ პრობლემას წარმოადგენს. აღსანიშნავია,
რომ საგზაო ავარიები სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა მაჩვენებლებში მე-9 ადგილს იკავებს, ხოლო 2030
წლისთვის ნავარაუდებია, რომ იგი მე-3 ადგილზე გადაინაცვლებს. ავარიებით გამოწვეული
სიკვდილიანობის 90% მოდის დაბალი და საშუალო განვითარების ქვეყნებზე. ამ მზარდი პრობლემის
დაძლევისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საგზაო უსაფრთხოების წარმატებით
დანერგვას. საგზაო უსაფრთხოების საკითხები ასახულია 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებში,
რომლის მიხედვით 2020 წელს საგზაო სიკვდილიანობა და ტრავმატიზმი 50%-ით უნდა შემცირდეს.
ასეთივე მიზნებს ისახავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემოშავებული დოკუმენტი
„გადავარჩინოთ სიცოცხლეები: საგზაო უსაფრთხოების ტექნიკური პაკეტი“. მასში მნიშვნელოვანი
ყურადღება ექცევა შემდეგი საკითხების მნიშვნელობას: ავტომობილების სიჩქარის რეგულირება,
ინფრასტრუქტურის დიზაინის და ავტომობილთა უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება,
სატრანსპორტო კანონმდებლობის აღსრულების ხარისხი და ავარიის შემდგომი მენეჯმენტი. ამასთან
ერთად, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის დიდი მნიშვნლეობა აქვს სხვადასხვა წარმატებული
პრაქტიკის მქონე ქვეყნის პოლიტიკის გაზიარებას. ავარიებით გამოწვეული სიკვდილიანობის
ინდიკატორი ასეთ ქვეყნებში ორჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე ევროპის საშუალო შემოსავლების მქონე
ქვეყნებში. სკანდინავიური ქვეყნები, შვედეთი, ნორვეგია, დანია, რომლებსაც მსოფლიოში თითქმის
ყველაზე დაბალი ანუ საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ, მიმართავენ ნულოვანი ხედვის სტრატეგიას,
რომელიც მოიცავს გრძელვადიან მიზნებს საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალური გაუმჯობესებისა და
ავარიებით გამოწვეული სიკვდილიანობის ნულამდე დაყვანისთვის. ასეთი პოლიტიკა ემყარება
უმნიშვნელოვანესი საბაზო პრინციპების გააზრებას. პირველხარისხოვანია ეთიკური ნორმა, რაც
გულისხმობს, რომ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე ყოველთვის არის პრიორიტეტული. შემდეგ მოდის
პასუხისმგებლობების თანაბრად გაზიარება საგზაო-სატრანსპორტო სისტემაში ჩართული ნებისმიერი
მონაწილის მიერ და ბოლოს, ადამიანთა ქცევის მახასიათებლებზე ცოდნის მაქსიმალურად გამოყენებას
უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესების მიზნით. ასეთივე დებულებებით ხელმძღვანელობენ სხვა
წარმატებული პრატიკის ქვეყნებიც, როგორიცაა, ჰოლანდია, გაერთიანებული სამეფო და იაპონია. ასეთი
ქვეყნების პოლიტიკის გაზიარება წარმატებით შეუძლიათ სხვა ქვეყნებსაც თუ აღნიშნული მოქმედების
გეგმას მოარგებენ საკუთარი ქვეყნის კულტურას, განვითარების დონესა და საჭიროებებს.

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2018 ნია ხაჩიძე, ანა გიგუაშვილი, ნინო ჩიხლაძე