Epidemiological Assessment of Cervical Cancer Screening Program Management in Tbilisi
PDF

How to Cite

Beruchashvili, T., & Tkeshelashvili, V. (2016). Epidemiological Assessment of Cervical Cancer Screening Program Management in Tbilisi. Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 1(2). Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/17

Abstract

გაანალიზებული იქნა ქ.თბილისში 1998-2010 წლებში რეგისტრირებული საშვილოსნოს ყელის კიბოს 3773
შემთხვევა და 2003-2007 წლებში ქ.თბილისის ქალთა მოსახლეობაში კიბოს მიზეზით გარდაცვალების 5440
შემთხვევა. ქ.თბილისში 1998-2010 წლებში ყოველ 100,000 ქალზე საშვილოსნოს ყელის კიბოთი
ყოველწლიურად ავადდება ASR-ს მიხედვით -37,0 ქალი, ხოლო AAR-ს მიხედვით - 46,5 ქალი. თბილისელ
ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობის კუმულაციური რისკის მაჩვენებელმა (CR0-74) შეადგინა
3,9%. 2008-2010 წლებში 1998-2002 წლებთან შედარებით, საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა SRR-ს
მიხედვით გაიზარდა 1,5-ჯერ, ხოლო SIR-ს მიხედვით-53,9%-ით. TASR-ს მიხედვით აღინიშნება
საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობის სიხშირის მატების დინამიკა. ამავე დროს, დადგინდა
საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობის სიხშირის იდენტური დონეები 25-59 და 25-64, ასევე- 30-64 და 30-
69 ასაკობრივ პერიოდებში. საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობის სიხშირე 25-59 და 25-64 წლებთან
შედარებით მატულობს ასაკობრივ პერიოდებში 30-64 და 30-69 წლები. SRR-ს მიხედვით, 25-59 წლის
ასაკობრივ პერიოდთან შედარებით 1,2-ჯერ მაღალია საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობის სიხშირე 30-
64 და 30-69 ასაკობრივ პერიოდებში, მაშინ როდესაც 30-64 და 30-69 ასაკობრივ პერიოდებში
რეგისტრირდება საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობის იდენტური სიხშირეები. პროპორციული
სიხშირის მაჩვენებლების მიხედვით, საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობის სიხშირე დანარჩენ
ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით ასაკობრივ პერიოდში 25-59 წელი იყო 2,4-ჯერ მაღალი, მაშინ როდესაც
ასაკობრივ პერიოდში 30-64 წელი წელი- 3,9-ჯერ მაღალი; ხოლო- შეფარდებითი სიხშირის მაჩვენებლების
მიხედვით, საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობის შემთხვევების 71,0% დიაგნოსტირებული იქნა
ასაკობრივ პერიოდში 25-59 წელი, ხოლო 79,8%- ასაკობრივ პერიოდში 30-64 წელი. ანუ, ასაკობრივ
პერიოდში 30-64 წელი 8,8%-ით მაღალია საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობის შეფარდებითი სიხშირე.
2003-2007 წლებში დედაქალაქის ყოველ 100,000 ქალ მოსახლეზე ამ მიზეზით ყოველწლიურად
გარდაიცვლება ASR-ს მიხედვით- 3,6, ხოლო AAR-ს მიხედვით- 4,7. კიბოს მიზეზით გარდაცვალების
სტრუქტურაში საშვილოსნოს ყელის კიბოს ეკავა რანგით VI ადგილი და მისი ხვედრითი წონა შეადგენდა
2,9%-ს. თბილისელ ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს მიზეზით გარდაცვალების კუმულაციური
რისკის მაჩვენებელმა (CR0-74) შეადგინა 0,4%. TASR-ს მიხედვით საშვილოსნოს ყელის კიბოს მიზეზით 25-
59 წლის ასაკობრივ ჯგუფში ყოველ 100,000 ქალზე ყოველწლიურად გარდაიცვლებოდა 5,3 ხოლო 30-64
წლის ასაკობრივ ჯგუფში -6,8 ქალი. სკრინინგს დაქვემდებარებულ ქალთა კონტიგენტში ყოველ 1,000
ქალზე საშვილოსნოს ყელის მძიმე დისპლაზიისა (CIN3) და ინტრაეპითელიალური კარცინომის (CIS)
პრევალენტობამ შეადინა 9,8%0, ხოლო კიბოს პრევალენტობამ -6,1%0. Pap ტესტისა და კოლპოსკოპიის
კომბინაციის მგრძნობელობამ შეადგინა 96.3%, სპეციფიურობამ- 98.5%, პოზიტიური შედეგის
წინასწარმეტყველების კოეფიციენტმა -92.9%, ნეგატიური შედეგის წინასწარმეტყველების კოეფიციენტმა -
83.3%, ხოლო ფასეულობის კოეფიციენტმა- 98.1%. ჩატარებულმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ აჩვენა,
სკრინინგის გაიდლაინში ცვლილების შეტანითა და 25-59 წლის ასაკობრივი პერიოდის ნაცვლად
სკრინინგის 30-64 წლის ასაკობრივ პერიოდში ჩატარება, ერთის მხრივ გაზრდის საშვილოსნოს ყელის
კიბოს გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობას (30-64 ასაკობრივი პერიოდის ქალებში, 25-59 წლის
ასაკობრივ პერიოდთან შედარებით, SRR-ის მიხედვით 1,2-ჯერ, პროპორციული სიხშირის მაჩვენებლების
მიხედვით 1,6-ჯერ, ხოლო შეფარდებითი სიხშირის მაჩვენებლების მიხედვით 8,8%-ით მაღალია
საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობის სიხშირე; სკრინინგს დაქვემდებარებულ ქალთა კონტიგენტში
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევალენტობის პიკური დონე (10,5%0) აღინიშნა 60-64 წლის ასაკის ქალებში),
ხოლო მეორეს მხრივ- შეამცირებს გასაწევ ხარჯებს: მიზნობრივი ჯგუფის 50%-იანი მოცვის შემთხვევაში
~137,000 ლარით, ხოლო 70%-იანი მოცვის შემთხვევაში- ~192,000 ლარით. ანუ, სკრინინგის გაიდლაინში
ცვლილების შეტანითა და მისი 30-64 წლის ასაკობრივ პერიოდში ჩატარებით მნიშვნელოვნად გაიზრდება
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ხარჯთ-ეფექტიანობა.

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2024 Tina Beruchashvili, Vasil Tkeshelashvili