ყბა-სახის ტრავმული დაზიანებების ეპიდემიოლოგია: საერთაშორისო მიმოხილვა
PDF

How to Cite

გვაზავა ს., ფიცხელაური ნ., & ჩიხლაძე ნ. (2018). ყბა-სახის ტრავმული დაზიანებების ეპიდემიოლოგია: საერთაშორისო მიმოხილვა . Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 2(2). Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/169

Abstract

თანამედროვე საზოგადოებაში ყბა-სახის ტრავმები გლობალური პრობლემას წარმოადგენს. როგორც
განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ
მიზეზს თავისა და სახის (კისრის) ტრავმები წარმოადგენენ. ტრავმის განვითარება შეიძლება განაპირობოს
სხვადასხვა ფაქტორმა, როგორიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევები, ვარდნა, სხვადასხვა სპორტი, ძალადობა,
თავდასხმა, საყოფაცხოვრებო და საწარმოო ტრავმა. საერთაშორისო კვლევების მონაცემების მიხედვით,
ტრავმებიდან განსაკუთრებით ხშირია ყბა-სახის მიდამოს ჭრილობები ავტოსაგზაო შემთხვევებისას
მანქანით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან მოტოციკლეტით გადაადგილებისას. უმეტეს ქვეყნებში
მეორე ადგილზე სიხშირის მიხედვით ვარდნას უჭირავს, რაც განსაკუთრებით მატულობს ზამთრის
პერიოდში, თუმცა ხშირია სხვა სეზონზეც. რადგან ტრავმის სახეობა შესაძლებელია იყოს საწარმო ან
საყოფაცხოვრებო ტრავმა. მაღალია სპორტის, განსაკუთრებით ძალისმიერი სპორტის შედეგად
მიღებულის ყბა-სახის მიდამოს ტრავმები. კვლევები ადასტურებენ, რომ პაციენტის ასაკი, სოციალური,
ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა კორელაციაშია დაზიანების სიმძიმესა და სიხშირესთან.
სახისა და რბილი ქსოვილების დაზიანების ეტიოლოგია განსხვავდება ქვეყნებს შორის და ასევე ერთი და
იგივე ქვეყნის ფარგლებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და გარემო ფააქტორების
ზეგავლენით. ეს დაზიანებები სერიოზულ კლინიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული, მათი
ანატომიური მდებარეობის გამო. ხშირია სერიოზული დისფუნქციის გამოწვევა. ასევე ძალიან ხშირი და
მძიმეა ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება. სახის ტრავმები ხშირად ესთეტიური დარღვევების
მიზეზიცაა. ამიტომ სახის და რბილი ქსოვილების ტრავმების დროს ფსიქოლოგიური ფაქტორიც დიდი
როლს თამაშობს, ბევრი ოჯახი განიცდის არა მხოლოდ ტკივილს, უნარშეძრუდულობას და სიკვდილს,
არამედ ხშირ შემთხვევაში კარგავს შემოსავლის წყაროს, რაც კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემას. სწორედ
ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ეტიოლოგიურ ფაქტორებს და ტრავმის მექანიზმებს,
რომლეთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება წარმატებით აღიკვეთოს მსგავსი ტიპის დაზიანებები.
ტრავმების 36-40% თავისა და ყბა-სახის ტრავმულ დაზიანებაზე მოდის. იგი მსოფლიოს ყველა ქვეყნის
ჯანდაცვის სისტემისა და სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენს. ეს პრობლემა ეხება როგორც
დაბალი, ასევე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს და მოქმედებს მოსახლეობის ყველა ასაკობრივ
კატეგორიაზე. ყბა-სახის ტრავმული დაზიანებების ეპიდემიოლოგიის შესწავლის მიზნით კვლევები
ჩატარებულია ამერიკაში, საფრანგეთში, ბრაზილიაში, საბერძნეთში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში.
საქართველოში ყბა-სახის ტრავმული დაზიანებების ეპიდემიოლოგიური შესწავლა არ ჩატარებულა, რაც
დღის წესრიგში აყენებს ყბა-სახის ტრავმული დაზიანებების ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარების
აუცილებლობას.

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2018 სოფიო გვაზავა, ნატო ფიცხელაური, ნინო ჩიხლაძე