Abstract
მხედველობის გაუარესება წარმოადგენს ნაციონალურ და გლობალური ჯანმრთელობის პრობლემას, რომელსაც
უარყოფითი გავლენა აქვს ადამიანზე როგორც ხანმოკლე ასევე ხანგრძლივ პერსპექტივაში და გულისხმობს დაკარგული განათლების თუ დასაქმების შესაძლებლობას, ეკონომიურ დანაკარგს პიროვნებისთვის, ოჯახისთვის და
საზოგადოებისთვის და ცხოვრების ხარისხის შემცირებას მილიონობით ადამიანისთვის. კვლევის მიზანი იყო მხედველობის გაუარესების (დაბალი მხედველობა და სიბრმავე) პრევალენტობის და მიზეზების განსაზღვა ამბულატორიულ პაციენტებში კლინიკა „კურაციოს“ მაგალითზე და თვალის დაავადებებების მნიშვნელობის განსაზღვრა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით საქართველოს მაგალითზე. კვლევის პერიოდში მოძიებულ იქნა სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან, სს კლინიკა „კურაციო“-დან, შპს „ახალი მზერა“- დან, დღენაკლულთა რეტინოპათიის სამუშაო ჯგუფიდან და მოხდა რელევანტური ლიტერატურის მიმოხილვა. მიმდინარეობდა
რეტროსპექტული კვლევა რეფრაქციული მანკების პრევალენტობაზე ამბულატორიული მიმართვის დროს. კვლევაში
მონაწილეობა მიიღო 6-დან 80 წელზე ზემოთ 600-მა პაციენტმა. კვლევისთვის მხედველობის გაუარესების (დაბალი
მხედველობა და სიბრმავე ) პრევალენტობის და მიზეზების განსაზღვრისთვის ამბულატორიულ პაციენტებში გამოყენებულ იქნა აღწერილობითი, რეტროსპექტული კვლევა, რომლისთვის შერჩეული იქნა 400 ამბულატორიული
პაციენტის (ასაკი 6 წელი და ზემოთ) ბარათი, რომლებიც მკუნალობას გადიოდნენ კლინიკა „კურაციოში“ 2016 წელს.
მოხდა მონაცემთა დამუშავება SPSS-ის გამოყენებით. ასევე განხორციელდა თვალის 10 დაავადებისთვის წლოვანებით სტანდარტიზებული მაჩვენებლების (ASR) განსაზღვრა. მხედველობის გაუარესების ( დაბალი მხედველობა
და სიბრმავე ) პრევალენტობის და მიზეზების განსაზღვრის მიზნით ჩატარებულ კვლევაში მონაწილეთა ასაკი მერყებდა 6-დან 92-წლამდე (საშუალო 39.5 ± 23.5), საიდანაც 161 პირი (40.3%) იყო მამრობითი სქესის და 239 (59.8%) -
მდედრობითი. მნიშველოვანი მხედველობის დაქვეითება (მხედველობის სიმახვილე < 6/18 და მოიცავდა როგორც
დაბალ მხედველობას და სიბრმავეს ), დაბალი მხედველობის და სიბრმავის პრევალენტობა მარჯვენა თვალისთვის
იყო შესაბამისად 34.8%, 16.3% და 18.5% - მნიშვნელოვანი ასოციაციით ასაკის (Chi = 71.6, p = 0.00), სქესის (Chi = 8.9, p
= 0.003) და მარჯვენა თვალში მხედველობის გაუარესებას შორის. მარცხენა თვალისთვის მნიშვნელოვანი მხედველობის გაუარესების, დაბალი მხედველობის და სიბრმავის პრევალენტობა დაფიქსირდა შესაბამისად 35.8%, 17.5%
და 18.3% - მნიშვნელოვანი ასოციაციით ასაკსა (Chi = 52.9, p = 0.00) და მარცხენა თვალში მხედველობის გაუარესებას
შორის, თუმცა ეს კავშირი არ დაფიქსირდა სქესთან მიმართებაში (Chi = 1.9, p = 0.163). ორივე თვალში მნიშვნელოვანი
მხედველობის დაქვეითების, დაბალი მხედველობის და სიბრმავის პრევალენტობა იყო 16.8%, 3.8% და 9.5%, შესაბამისად მნიშვნელოვანი ასოციაციით ასაკის (Chi = 54.1, p = 0.00), სქესის (Chi = 4.7, p = 0.03) და ორივე თვალში მხედველობის გაუარესებას შორის. მნიშვნელოვანი მხედველობის გაუარესების მიზეზი იყო არაკორეგირებული რეფრაქციული მანკები (38%), კატარაქტა (20.9%) და გლაუკომა (17.6%). დაბალი მხედველობის მიზეზი იყო არაკორეგირებული რეფრაქციული მანკები (56.7%), კატარაქტა (20.9%) და გლაუკომა (9.0%). სიბრმავის მთავარი მიზები შემდეგ
-ნაირად გადანაწილდა - კატარაქტა (34.1%), გლაუკომა (31.7%) და ბადურის დაავადებები (17.1%). კვლევის შედეგეგის მიხედვით დაბალი მხედველობის და სიბრმავის პრევალენტობა პაცინტებში, რომლებიც გადიოდნენ ამბულატორიულ მკურნალობას 2016 წელს კლინიკა „კურაციოში“ იყო 16.8% და სიბრმავის - 10.3%. მხედველობის დაქვეითების მთავარი მიზეზი იყო არაკორეგირებული რეფრაქციული მანკები, გლაუკომა და კატარაქტა. ფოკუსი რეფრაქციული მანკების ოპტიკურ კორექციზე და კატარქტის და გლაუკომის დროულ მკურნალობაზე მნიშვნელოვნად
შეამცირებს ზემოთ აღნიშნულ დაავადებათა ტვირთს. სწორი მართვით შესაძლებელია თავიდან აცილებულ იქნას ამ
დაავადებებთან დაკავშირებული მხედველობის გაუარესება და სიბრმავე. თვალის დაავადებებების მნიშვნელობის
განსაზღვრის ანალიზის დროს ვერ მოხერხდა საქართველოში ბრმა და დაბალი მხედველობის პირთა ზუსტი
რაოდენობის განსაზღვრა. მოპოვებული სტატისტიკური მონაცემებით 2012 - 2014 წლებში აღენიშნებოდა
პოტენციურად მხედველობის დამაქვეითებელი და დამაბრმავებელი დაავადებათა (კატარაქტა, გლაუკომა და
აკომოდაციის და რეფრაქციის დარღვევები) მატება (2014 წლის მონაცემებით 94,100 ახალი შემთხვევა), რასაც მოჰყვა
შემცირება (57,100 ახალი შემთხვევა 2016 წელს - ძირითადი კლება მოხდა აკომოდაციის და რეფრაქციის დარვევების
ხარჯზე). ასევე განსაზღვრული იქნა ძირითად დაავადებებზე პირდაპირი ოფთალმოლოგიური ხარჯი (მინიმალური
650 ლარიდან კატარაქტის შემთხვევაში და მაქსიმალურ 8,900 ლარამდე). მოსახლეობის მხედველობის დაქვეითების
და დაკარგვის აქტუალურობის განსაზღვრისთვის ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მხედველობის ფუნქციის
დარღვევა უმნიშნელოვანეს სამ ჯანმრთელობის პრობლემაში აღიქმებოდა.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2018 აკაკი კაპანაძე, ვასილ ტყეშელაშვილი