Abstract
ჩატარებული იქნა სადაზღვევო კომპანია „იროს“ 2013-2016 წლების მონაცემთა ბაზების რეტროსპექტული ანალიზი,
ასევე- პროსპექტული კვლევა, რომლის დროსაც გამოკითხულთა რაოდენობამ შეადგინა 154 რესპოდენტი. რეტროსპექტული ანალიზით დადგენილი იქნა 5 ძირითადი ნოზოლოგიური ჯგუფი, რომელთა მიხედვითაც იქნა ბენეფიცი
-არებისათვის მიწოდებული სამედიცინო სერვისები: რანგით I ადგილი ეკავა გულსისხლძარღვთა დაავადებებს
(35%), II- ონკოლოგიური დაავადებებს (25%), III- რესპირატორული დაავადებებს (17%), IV- შაქრიან დიაბეტს (8%),
V-ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებს (4%), ხოლო დანარჩენი (11%) სხვა დაავადებებს. დადგენილი იქნა ამბულატორიაში ვიზიტები რაოდენობა სქესის მიხედვით. ქალთა კონტინგენტის 35% ამბულატორიულ დაწესებულებას
მიმართავს საშუალოდ 3-ჯერ, 23% - 5 ჯერ, ხოლო უმრავლესობა 41 % - 5 და მეტჯერ. მამაკაცთა 48% მიმართავს
საშუალოდ 3-ჯერ, 24 %- 5 ჯერ, ხოლო 27% - 5 და მეტჯერ. სერვის ცენტრში მომსახურების მისაღებად მოსული
კონტინგენტის უმეტესობას შეადგენდენ ქალები, რაც მიუთითებს იმაზე რომ ქალები უფრო აქტიური ბენეფიციარები არიან. ეს გამოიხატება როგორც ამბულატორიაში ვიზიტების სიხშირით ასვევ კვლევაში მონაწილებით. ირაოს
დაზღვევით სარგებლობის პერიოდის ხანგრძილოვობა გამოკითხულთა შორის ასე გამოიყურება: 35,1% სარგებლობს
ერთი წელი, 34,4 % 2-3 წელი, ხოლო 29.9 % 3 და მეტი წელი. საინტერესო დადებითი კორელაცია დადგინდა დაზღვე
-ულის ასაკსა და დაზღვევის პერიოდს შორის, რაც იმაზე მეტყველებს რომ ასაკობრივი ლიმიტი გარკვეულ წილად
განსაზღვრავს დაზღვევის ხანგრძილობას და შესაბამისად სურვილი შემდეგ დაზღვევის გაგრძელების ძლიერდება
ასაკის მატებასთა ერთად.1სამედიცინო დაწესებულების არჩევისას ბენეფიციართა უმრავლესობა მნიშვნელობას
ანიჭებს მომსახურების ხარისხს (43,5%), კონკრეტულ ექიმ-სპეციალისტს (27.3%), სამედიცინო დაწესებულებამდე
მანძილს (18,8 %), სერვისების ღირებულებას (6%), დაზღვევის ტიპს (5,2 %) და ხელმისაწვდომობას (3,9 %). ექიმთან
მიმართვის მიზეზებში გამოიკვეთა, რომ დაზღვეულები ძირითადად მიმართავაენ პროფილაქტიკური გამოკვლევისათვის (20.1%), სეზონური დაავადებების (19,5%), ენდოკრინული სისტემის დაავადებების (19,5%), გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების (13,0%), ონკოლოგიური დაავადებების (3,9 %), ხოლო შემთხვევათა 24,0%-ში სხვა
მიზეზის გამო. ექიმთან მიმართვის მიზეზებს გააჩნიათ შემდეგი სქესობრივი თავისებურებები: ა) დაზღვეული
ქალების ექიმთან მიმართვის მიზეზებში გამოიკვეთა, რომ ისინი ძირითადად მიმართავაენ ენდოკრინული სისტემის
დაავადებების (24,8%), სეზონური დაავადებების (19,7%) გამო, პროფილაქტიკური გამოკვლევისათვის (17,9%), გულ
-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების (7,7%), ონკოლოგიური დაავადებების (4,3 %) გამო, ხოლო შემთხვევათა
25,6%-ში სხვა მიზეზის გამო. ბ) დაზღვეული მამაკაცების ექიმთან მიმართვის მიზეზებში გამოიკვეთა, რომ ისინი
ძირითადად მიმართავაენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების (29,7%) გამო, პროფილაქტიკური
გამოკვლევისათვის (27,0%), სეზონური დაავადებების (18,9%), ენდოკრინული სისტემის დაავადებების (2,7%),
ონკოლოგიური დაავადებების (2,7 %), ხოლო შემთხვევათა 18,9%-ში სხვა მიზეზის გამო. სამედიცინო სერვისების
მიღების დროს პაციენტების დისკომფორტის დიდი ნაწილი დაკავშირებულია რიგებთან ოჯახის ექიმთან ვიზიტზე
ჩაწერისას (42,9 %), ასევე- ცოცხალ რიგთან (29,9%), პერსონალის გულგრილობასთან (11,0%), პროგრამული
გაუამართაობით გამოწვეულ ხარვეზებთან (3,9%) და სხვა გარემოებებთან (12,3%). სამედიცინო მომსახურების დროს
დისკომფორტის შემქმნელი მამაკაცცების 72%-თვის და ქალების 73%-თვის აღმოჩნდა ძირითადად რიგი ოჯახის
ექიმთან ვიზიტზე ჩაწერისას. დისკომფორტის შემქმნელ შემდეგი სახის მნიშნნელოვან გარემოებას ქალებისთვის
წარმოადგენდა ექიმის გულგრილობა (11%) და დისტანციური სერვისების სისუსტე (10%). სამედიცინო სერვისების
მიღების დროს პაციენტების კმაყოფილების დიდი ნაწილი დაკავშირებულია ოჯახის ექიმების მიერ დაზღვეულთა
დანიშნულ დროს მიღებასთან (37%), კეთილგანწყობილ გარემოსთან (34,4 %), რიგის მართვის სისტემასთან (13,6%),
სერვისების დისტანციურ მიღებასთან (11%) და სხვა მიზეზთან (3,9 %). სამედიცინო სერვისების მიღების დროს
ბენეფიციარ ქალთა კმაყოფილების დიდი ნაწილი დაკავშირებულია ოჯახის ექიმების მიერ დაზღვეულთა
დანიშნულ დროს მიღებასთან (40%), კეთილგანწყობილ გარემოსთან (31 %), სერვისების დისტანციურ მიღებასთან
(12%) და რიგის მართვის სისტემასთან (11%). სამედიცინო სერვისების მიღების დროს ბენეფიციარ მამაკაცთა
კმაყოფილების დიდი ნაწილი დაკავშირებულია კეთილგანწყობილ გარემოსთან (43 %), ოჯახის ექიმების მიერ
დაზღვეულთა დანიშნულ დროს მიღებასთან (27%), რიგის მართვის სისტემასთან (21%) და სერვისების
დისტანციურ მიღებასთან (5%). ბენეფიციართა 48,7% ისურვებდა პირობების გაუმჯობესებას პროვაიდერების
კუთხით, 37%- სადაზღვევო პირობების კუთხით, ხოლო 13,6% -მომსახურების კუთხით. მამაკაცების 45%
გაიუმჯობესებდა სადაზღვევო პირობებს, 40% - პროვაიდერების კუთხით, ხოლო 10% - მომსახურების კუთხით.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2018 ეთერ ჩილინგარაშვილი, ვასილ ტყეშელაშვილი