Abstract
თანამედროვე საზოგადოებაში ყბა-სახის ტრავმები გლობალური პრობლემას წარმოადგენს. ტრავმების 36-40% თავისა და ყბა-სახის ტრავმულ დაზიანებაზე მოდის. ეს პრობლემა ეხება როგორც დაბალი, ასევე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს. ყბა-სახის ტრავმული დაზიანებების ეპიდემიოლოგიის შესწავლის მიზნით კვლევები ჩატარებულია ამერიკაში, საფრანგეთში, ბრაზილიაში, საბერძნეთში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზს თავისა და სახის (კისრის) ტრავმები წარმოადგენენ. ტრავმის განვითარება შეიძლება განაპირობოს სხვადასხვა ფაქტორმა, როგორიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევები, ვარდნა, სხვადასხვა სპორტი, ძალადობა, თავდასხმა, საყოფაცხოვრებო და საწარმოო ტრავმა. საერთაშორისო კვლევების მონაცემების მიხედვით, ტრავმებიდან განსაკუთრებით ხშირია ყბა-სახის მიდამოს ჭრილობები ავტოსაგზაო შემთხვევებისას მანქანით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან მოტოციკლეტით გადაადგილებისას. უმეტეს ქვეყნებში მეორე ადგილზე სიხშირის მიხედვით ვარდნას უჭირავს, რაც განსაკუთრებით მატულობს ზამთრის პერიოდში, თუმცა ხშირია სხვა სეზონზეც. რადგან ტრავმის სახეობა შესაძლებელია იყოს საწარმო ან საყოფაცხოვრებო ტრავმა. მაღალია სპორტის, განსაკუთრებით ძალისმიერი სპორტის შედეგად მიღებულის ყბა-სახის მიდამოს ტრავმები. კვლევები ადასტურებენ, რომ პაციენტის ასაკი, სოციალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა კორელაციაშია დაზიანების სიმძიმესა და სიხშირესთან. სახისა და რბილი ქსოვილების დაზიანების ეტიოლოგია განსხვავდება ქვეყნებს შორის და ასევე ერთი და იგივე ქვეყნის ფარგლებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და გარემო ფააქტორების ზეგავლენით. ეს დაზიანებები სერიოზულ კლინიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული, მათი ანატომიური მდებარეობის გამო. ხშირია სერიოზული დისფუნქციის გამოწვევა. ასევე ძალიან ხშირი და მძიმეა ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება. სახის ტრავმები ხშირად ესთეტიური დარღვევების მიზეზიცაა. ამიტომ სახის და რბილი ქსოვილების ტრავმების დროს ფსიქოლოგიური ფაქტორიც დიდი როლს თამაშობს, ბევრი ოჯახი განიცდის არა მხოლოდ ტკივილს, უნარშეზღუდულობას და სიკვდილს, არამედ ხშირ შემთხვევაში კარგავს შემოსავლის წყაროს, რაც კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემას. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ეტიოლოგიურ ფაქტორებს და ტრავმის მექანიზმებს, რომლეთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება წარმატებით აღიკვეთოს მსგავსი ტიპის დაზიანებები. საქართველოში ყბასახის ტრავმული დაზიანებების ეპიდემიოლოგიური შესწავლა არ ჩატარებულა, რაც დღის წესრიგში აყენებს ყბა-სახის ტრავმული დაზიანებების ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარების აუცილებლობას. ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა 2018 წლის ყბა-სახის ტრავმული დაზიანებების (სულ 120 შემთხვევა) ეპიდემიოლოგიური მახასიათებლები ბავშვთა კლინიკის მაგალითზე, რაც პრევენციისთვის სათანადო რეკომენდაციების შემუშავების საფუძველს გვაძლევს.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2019 სოფიო გვაზავა, ნატო ფიცხელაური, ნინო ჩიხლაძე