Abstract
გაანალიზებული იქნა ქ.თბილისში 1998-2010 წლებში რეგისტრირებული ძუძუს კიბოს 12,913 შემთხვევა
და 2002-2004 წლებში ქ.თბილისის ქალთა მოსახლეობის გარდაცვალების 16,705 შემთხვევა. ქ.თბილისში
1998-2010 წლებში ყოველ 100,000 ქალზე ძუძუს კიბოთი ყოველწლიურად ავადდებოდა ASR-ის
მიხედვით 122,9 ქალი, AAR-ის მიხედვით - 156,2 ქალი, ხოლო TASR30-69 მიხედვით 30-60 წლის ასაკობრივ
ჯგუფში - 269,5 ქალი. ქალთა მოსახლეობის ძუძუს კიბოთი ავადობის კუმულაციური რისკის
მაჩვენებელმა (CR0-74) შეადგინა 13,1%. 2008-2010 წლებში 1998-2002 წლებთან შედარებით, ძუძუს კიბოთი
ავადობა SRR-ს მიხედვით გაიზარდა 1,2-ჯერ, ხოლო SIR-ს მიხედვით-16%-ით. 2002-2004 წლებში ძუძუს
კიბოს ყველა ასაკის თბილისის ქალთა მოსახლეობის სიკვდილის 10 ძირითად მიზეზს შორის რანგით
ეკავა IV ადგილი და მისი ხვედრითი წონა შეადგენდა ყველა მიზეზით გარდაცვლილთა 5%-ს.
წლოვანების მიხედვით სტანდარტიზებული მაჩვენებელით ყოველწლიურად ყოველ 100,000 ქალ
მოსახლეზე ამ მიზეზით გარდაიცვალა 33 ქალი. ქალების კიბოს მიზეზით გარდაცვალების
სტრუქტურაში 25 წლის ასაკიდან რანგით I ადგილი უჭირავს ძუძუს კიბოს. ამავე დროს, ასაკოვან
პერიოდში 35-59 წელი, ძუძუს კიბოს ასევე I სარანგო ადგილი უკავია ყველა მიზეზით გარდაცვალების
სტრუქტურაშიც. 25 წლიან ასაკოვან პერიოდში (35-59 წელი) ძუძუ არის კიბოს ძირითადი ლოკალიზაცია
და ის წარმოადგენს თბილისის ქალთა მოსახლეობის გარდაცვალების ძირითად მიზეზს! თბილისელი
ქალთა მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ შეადგინა 70 წელი. სკრინინგ-დიაგნოსტიკის
დროს ძუძუს კიბოს პრევალენტობამ გამოკვლეულ ყოველ 1,000 ქალზე შეადგინა 17.7%0. ძუძუს კიბოს
გამოვლენილი შემთხვევების პრევალენტობა მატულობს ასაკთან ერთად და აღწევს პიკს ასაკობრივ
ჯგუფში 65-69 წელი (46.7%0). ძუძუს კიბოს 1,197 შემთხვევიდან დაავადება 53%-ში გამოვლენილი იქნა I,
35%-ში -II, ხოლო 12%-ში - III-IV კლინიკურ სტადიაში. ასაკთან ერთად მცირდება დაავადების
გამოვლინება I სტადიაში და იზრდება შემთხვევების რაოდენობა II კლინიკურ სტადიაში. გამოკვლეულ
ყოველ 1,000 ქალზე (%0) ძუძუს კიბოს პრევალენტობა ყველა კლინიკურ სტადიაში პიკს აღწევს ასაკობრივ
პერიოდში 60-69 წელი. ძუძუს კეთილთვისებიანი სიმსივნეების დროს ჰიპერდიაგნოსტიკას
მამოგრაფიული კვლევით ადგილი ჰქონდა შემთხვევათა 39.2%-ში, ხოლო ექოსკოპიური კვლევით -
მხოლოდ 15.3%-ში. ანუ ექოსკოპიური კვლევა ძუძუს კეთილთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევებში
23.9%-ით ამცირებს მამოგრაფიული სკრინინგის ჰიპერდიაგნოსტიკის შემთხვების რაოდენობას. ძუძუს
კიბოს დროს ჰიპოდიაგნოსტიკას მამოგრაფიული კვლევით ადგილი ჰქონდა შემთხვევათა 7.1%-ში,
ხოლო ექოსკოპიური კვლევით - მხოლოდ 2.7%-ში. ანუ ექოსკოპიური კვლევა ძუძუს კიბოს შემთხვევებში
4.4%-ით ამცირებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მამოგრაფიული სკრინინგის ჰიპოდიაგნოსტიკის
შემთხვევათა რაოდენობას. მამოგრაფიულ სკრინინგთან ერთად ექოსკოპიური კვლევის ჩატარება
ასკობრივ პერიოდში 40-49 წელი ზრდის ძუძუს კიბოს ადრეულად გამოვლინილი შემთხვების
რაოდენობას I კლინიკურ სტადიაში. ძუძუს კიბოს სკრინინგის დროს ექოსკოპიური კვლევა ზრდის
სკრინინგის ეფექტიანობას. მნიშვნელოვანია ექოსკოპიიის როლი კიბოს ადრეულ გამოვლენაში ძუძუს
ქსოვილის მაღალი სიმკვრივის დროს, 40-49 წლის ასკობრივი პერიოდის ქალებში, ძუძუს კიბოსა და
კეთილთვისებიან სიმსივნეებს შორის დიფერენციალური დიაგნოსტიკის გატარების დროს, მცირე ზომის
სიმსივნეების დროს მორფოლოგიური კვლევისათვის დამიზნებული პუნქტატების ან ბიოპტატების
ასაღებად.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2024 ეკატერინე შველიძე, ვასილ ტყეშელაშვილი