Abstract
თავის ტვინის ტრავმული დაზიანება (TBI) საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალურეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც სიკვდილიანობისა და ინვალიდობის ერთ-ერთი წამყვანი განმაპირობებლი ფაქტორია. თავის ტვინის ტრავმული დაზიანების გლობალური ტვირთი წარმოუდგენლად დიდია. მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 10 მილიონამდე ადამიანი ჰოსპიტალიზდება, ყოველდღიურად კი - 14 000- მდე პაციენტი იღუპება. TBI-ის „მდუმარე ეპიდემიასაც“ უწოდებან, რადგან მის მიერ წარმოქმნილი პრობლემები ხშირად არ არის მყისიერად ხილული, ხოლო არსებული დიაგნოსტიკური ტესტები არც საკმარისად მგრძნობიარეა და არც საკმარისად სპეციფიკური, რომ მსუბუქი ფორმების დროული აღმოჩენა მოახდინოს, შედეგად, TBI-ის მსუბუქი შემთხვევები, რომელიც სრული რაოდენობის 80- 90%-ს შეადგენს არ დიაგნოსტირდება, შესაბამისად, TBI-ის რეალური ინცინდენტობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკური მონაცამები. რთულია ზუსტად განსაზღვროს იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც დაზარალდნენ TBI - ის შედეგად, მაგრამ ცხადია, რომ განვითარებად ქვეყნებში გრძელვადიანი ინვალიდობის წამყვანი განმაპირობებელი ფაქტორია. იმის გამო, რომ TBI უფრო გავრცელებულია ახალგაზრდებში, ფინანსური დანახარჯები მაღალია სიკვდილისა და ინვალიდობის მქონე პაციენტებში პროდუქტიული წლების დაკარგვის გამო. TBI-ით ავადობისა და სიკვდილიანობის 90% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ხდება (LMIC). ხოლო, რეპრეზენტატული და მაღალი ხარისხის მონაცემები აუცილებელია ადეკვატური პრევენციული ღონისძიებების დასაგეგმად. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, შევისწავლეთ საქართველოში არსებული TBI- ის მონაცემთა შეგროვების პრაქტიკის და შესაძლებლობები. კვლევა განხორციელდა პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა: INITIatE - საერთაშორისო თანამშრომლობა ევროპაში თავის ტვინის ტრავმული დაზიანების ეპიდზედამხედველობის გაზრდის მიზნით, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ. კვლევის შედეგად იდენტიფიცირდა თავის ტვინის ტრავმული დაზიანების მართვის არსებული პრაქტიკა და პოლიტიკა, შეფასდა სამედიცინო დაწესებულებების რესურსები და განისაზღვრა TBI- -ის მკურნალობის არსებული პრაქტიკა.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2019 ეკა ბურკაძე, ნინო ჩიხლაძე, მაია კერესელიძე