სოციო-ეკონომიკური ფონის და სტომატოლოგიური სერვისების დეფიციტის გავლენა საქართველოს მაღალმიანი ზრდასრული მოსახლეობის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე
PDF

How to Cite

ზურაბიანი ნ., & ტყეშელაშვილი ვ. (2019). სოციო-ეკონომიკური ფონის და სტომატოლოგიური სერვისების დეფიციტის გავლენა საქართველოს მაღალმიანი ზრდასრული მოსახლეობის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე . Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 3(3). Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/157

Abstract

სტომატოლოგიური დაავადებებიდან ყველაზე
გავრცელებულია კბილის კარიესი და პაროდონტის
ანთებადი დაავადებები, რომელთა განვითარებაში
მთავარი ეტიოლოგიური როლი მიკრობს ენიჭება,
თუმცა ეს დაავადებები მულტიფაქტორული
ხასიათისაა და მათ წარმოქმნასა და განვითარებაზე
მრავალი ადგილობრივი და ზოგადი ფაქტორი
მოქმედებს. უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება
პირის ღრუს დაავადებების განვითარებაში სოციოეკონომიკურ ფონს და სტომატოლოგიური
სერვისების დეფიციტს განსაკუთრებით
საქართველოს მაღალმთიანი ზრდასრული
მოსახლეობის პოპულაციაში. ეპიდემიოლოგიური
კვლევა ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა
რეგიონებში. გამოსაკვლევი პოპულაცია დაიყო 2
ჯგუფად: ძირითადი ჯგუფი და საკონტროლო
ჯგუფი. ძირითადი ჯგუფი მოიცავდა მაღალმთიანი
რეგიონების (სვანეთი, რაჭა, სამეგრელო)
ზრდასრულ მოსახლეობას, ხოლო საკონტროლო
ჯგუფი შედარებით დაბალმთიანი რეგიონების
(კახეთი, მცხეთა-თიანეთი) და დედაქალაქის
( თბილისის) ზრდასრულ მოსახლეობას. სულ
გამოკვლეულ იქნა 1027 ადამიანი (468 მამაკაცი;
559ქალი). ჩვენი გამოკვლევის საფუძველზე
საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობაში
კარიესის გავრცელება(99%) და ინტენსივობა იყო
ძალიან მაღალი. ყურადღება უნდა გამახვილდეს
მაღალმთიანი მოსახლეობის დასაქმების
საკითხზე,რაც აისახება შემდგომში სოციოეკონომიკურ სტატუსზე. მაღალმთიან რეგიონებში
დასაქმების ხარისხი მნიშვნელოვნად დაბალია
(68%-78 %)/.მაღალმთიან რეგიონებში
გამოკვლეულთა 40%-ზე მეტი უჩივის
სტომატოლოგიური მომსახურების დეფიციტს და
ასევე ფინანსურ პრობლემებს.გამოკითხვის
საფუძველზე შეფასდა თუ როგორი იყო

მიმართვიანობა სტომატოლოგთან და
მიუმართავობის შემთხვევაში რა მიზეზს
ასახელებდა მოსახლეობა. ასევე შეფასდა
სტომატოლოგთან მიმართვიანობის გავლენა
კარიესის ინტენსივობაზე.გამოკვლევის
საფუძველზე დადგინდა,რომ კბა ინდექსში მეტი
წილი მოდის ამოღებული კბილების რაოდენობაზე.
გამოკვლეულთა უმრავლესობა, როგორც ზემოთ
აღვნიშნეთ, სტომატოლოგს მიმართავდა ტკივილის
შემთხვევაში და ფინანსური პრობლემის გამო
უწევდათ იმ კბლების ამოღება რომელიც
ექვემდებარებოდა მკურნალობას. ცნობილია, რომ
კბილის ამოღება გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე
მისი მკურნალობა. X-ჯგუფში (კონტიგენტი, სადაც
სოციო-ეკონომიკური ფონი და ჰიგიენური უნარჩვევები დამაკმაყოფილებელი იყო - 320 ადამიანი),
კარიესის მაღალი გავრცელებისა და ინტენსივობის
გამო შევისწავლეთ ისეთი რისკ-ფაქტორი,
როგორიც არის ფთორის დეფიციტი, გამომდინარე
იქიდან, რომ ფთორი უმნიშვნელოვანესი
ელემენტია კბილების მინერალიზაციისთვის და
მისი ნაკლებობა იწვევს კარიესის ინტენსივობის
მომატებას. ჯგუფი. გამოკვლევის თანახმად,
კახეთში, იქ, სადაც ფთორის მნიშვნელოვანი
დეფიციტი გამოვლინდა, კარიესის ინტენსივობა
შეადგენდა 12.56-ს, ხოლო თბილისში 9.34-ს.
(p<0.05). აღნიშნული მონაცემები ადასტურებს
ფთორის როლის გავლენას კარიესის
ინტენსივობაზე.

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2019 ნუცა ზურაბიანი, ვასილ ტყეშელაშვილი