Abstract
1962 წელს სერ მაკფარლან ბერნეტმა განაცხადა: "მეორე მსოფლიო ომის დასასრულს შესაძლებელი იყო იმის თქმა, რომ ინფექციურ დაავადებასთან დაკავშირებული თითქმის ყველა პრაქტიკული პრობლემა მოგვარდა." კონტროლისა და პრევენციის ღონისძიებემა საგრძნობლად შეამცირა ინფექციური დაავადების სიხშირე, ახალი ანტიბიოტიკების იდენტიფიცირებამ და ვაქცინების შექმნამ
პრობლემების მოგვარება სრულიად მიღწევადი გახადა. ამდენად ბენეტის განცხადება იმ დროსათვის, ლოგიკურად ჟღერდა.
თუმცა დღეისათვის მიუხედავდ იმაისა, რომ თანამედროვე ჯანდაცვის ერთ-ერთ მიღწევად თამამად შეიძლება ჩაითვალოს ინფექციური
დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და ავადობის სიხშირის მკვეთრი შემცირება (განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში), იგი კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევეად. საუბარია როგორც ძველ ასევე ახლად წარმოჩენილ ინფექციურ აგენტებზე (აივ/შიდსი).
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2019 ხათუნა ვაშაყმაძე