ფსიქოტროპული საშუალებების გვერდითი რეაქციებით გამოწვეული ავადობის შემთხვევების ეკონომიკური ანალიზი
PDF

How to Cite

შურღაია ე., & ნიკოლეიშვილი ე. (2017). ფსიქოტროპული საშუალებების გვერდითი რეაქციებით გამოწვეული ავადობის შემთხვევების ეკონომიკური ანალიზი. Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 1(1), 118. Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/117

Abstract

საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ასორტიმენტისა და წამალთა მოხმარების განუხრელი ზრდა,
მიღებულ კლინიკურ ეფექტთან ერთად, მთელ რიგ შემთხვევებში, განაპირობებს გვერდითი მოვლენების
გამოვლენის სიხშირის მატებას, რისი პრევენციის მიზნითაც საქართველოში ხორციელდება
ფარმაკოზედამხედველობის სისტემის ეტაპობრივი დანერგვა. ფარმაკოლოგიური მიღწევებისა და,
პარალელურად, ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარების შედეგად მსოფლიო ქმნის ძლიერ
ფსიქოტროპულ სამკურნალო საშუალებებს რომლებიც, დანიშნულებისამებრ გამოყენებისას,
აუმჯობესებენ პაციენტის სიცოცხლის ხარისხს, თუმცა ამ მედიკემენტების არარაციონალურად ან/და
არადანიშნულებით მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული
გართულებები ან/და ფიზიკო-ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. სამკურნალო საშუალების გამოყენებით
გამოწვეული გვერდითი რეაქციები შესაძლოა გახდეს პაციენტისთვის გადაუდებელი სამედიცინო
დახმარების გაწევის ან მისი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი, რაც თავის მხრივ, უკავშირდება მნიშვნელოვან
ეკონომიკურ დანახარჯებს. ამავდროულად, წამლის გვერდითი რეაქციით გამოწვეული კლინიკური
მდგომარეობის მართვის მიზნით ინიშნება დამატებითი ფარმაკოთერაპიული სქემები, რაც, ეკონომიკურ
ხარჯებთან ერთად, ზრდის ახალი გვერდითი ეფექტების წარმოშობის ალბათობას. კვლევის მიზანს
წარმოადგენს ფსიქოტროპული საშუალებების გვერდითი რეაქციებით გამოწვეული ავადობის
შემთხვევების ეკონომიკური ანალიზი. კვლევის მიზნებისთვის, ფსიქოტროპული საშუალებებით
გამოწვეული გვერდითი რეაქციების გამოვლენა განხორციელდება სამედიცინო დაწესებულებებში,
სამედიცინო კლასიფიკატორების სისტემის (ICD 10) კოდების გამოყენებით. ჯანმრთელობის მსოფლიო
ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული მეთოდიკით შეფასდება საქართველოში არსებული
ფარმაკოზედამხედველობის სისტემის ინდიკატორები. ფსიქოტროპული საშუალებებით გამოწვეული
გვერდითი რეაქციების ეკონომიკური ტვირთი დადგინდება ავადობის შემთხვევების მართვის მიზნით
გაწეული პირდაპირი სამედიცინო და პირდაპირი არასამედიცინო ხარჯების დაანგარიშების გზით.
ფარმაკოზედამხედველობის სისტემის ინდიკატორების გამოყენება შესაძლებლობას ქმნის სწორად
შეფასდეს არსებული სისტემის რესურსები და ფუნქციონალურობა და, შედეგად, დადგინდეს საჭირო
პროფესიული მეთოდოლოგიებისა და საკანონმდებლო რეგულაციების აუცილებლობა. ამავდროულად,
პაციენტთა სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაიგეგმოს ღონისძიებები
ფარმაკოზედამხედველობის საბაზისო კომპონენტებისა და სამედიცინო მომსახურების სფეროში
უსაფრთხო და ეფექტური ფარმაკოთერაპიის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებით.
ფსიქოტროპული საშუალებების გვერდითი რეაქციებით გამოწვეული ეკონომიკური ანალიზი საშუალებას
იძლევა, სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შემცირების მიზნით, ჯანმრთელობის დაცვის
სისტემაში დაისახოს პრიორიტეტული მიმართულებები და რაციონალურად განისაზღვროს ეკონომიკური
რესურსები ქმედითი ღონისძიებების გასატარებლად.

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2017 ეთერი შურღაია, ელზა ნიკოლეიშვილი