დაფინანსების გავლენა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე
PDF

How to Cite

ჯაფარიძე ქ. (2017). დაფინანსების გავლენა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე. Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 1(1), 117. Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/116

Abstract

სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს ნებისმიერი ქვეყნის
ჯანდაცვის სისტემისთვის. აღნიშნულის შესრულებისთვის რიგი ქმედებების განხორციელებაა
საჭირო,რომელთაც ქვეყნები განსხვავებულად ასრულებენ. ჯანდაცვის სისტემების მთავარ დანიშნულებას
წარმოადგენს როგორც ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება,ასევე მათი დაცვა
ავადმყოფობასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯებისგან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ
რეკომენდებულია შემდეგი აქტივობების შესრულება:საკმარისი რესურსების მოზიდვა,სამედიცინო
სერვისების მიღებისთვის ჯიბიდან გადაგხილი თანხის შემცირება,ეფექტურობისა და სამართლიანობის
გაუმჯობესება.თუმცა ქვეყნის დონეზე მიდგომები შეიძლება განსხვავდებოდეს. ჯანდაცვის
სექტორისთვის დამატებითი სახსრების წყაროები შესაძლოა მრავალფეროვანი იყოს. საქართველოში
ახლო ისტორიული წარსულის მიმოხილვით ნათლად ჩანს,რომ 2007 წლიდან დაიწყო მოსახლეობის
მიზნობრივი ჯგუფების მოცვა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სადაზღვევო
პროგრამებით,სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე ფინანსური ბარიერების შემცირების
მიზნით.აღნიშნული ჯგუფებისთვის მომსახურების შესყიდვა ხორციელდებოდა კერძო სადაზღვევო
კომპანიების მიერ. 2013 წლის დასაწყისიდან ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა,რომლითაც
განხორციელდა დაუზღვეველი მოსახლეობის მოცვა არამომგებიანი სადაზღვევო ფონდის
მეშვეობით.პირველ ეტაპზე დაფინანსებული სერვისები მოიცავდა ამბულატორიულ
მომსახურებას,პროგრამის გაფართოების შემდეგ,ძალაში შევიდა ჰოსპიტალური მომსახურების
დაფინანსებაც. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით,უნივერსალური მოცვის მაჩვენებლების
მიღწევა გულისხმობს, არამხოლოდ მთელი მოსახლეობის დაზღვევას არამედ დაზღვევით მოცული
სამედიცინო სერვისების დაფინანსებას. გასათვალისწინებელია, რომ საუკეთესო შედეგის მიხწევა
შესაძლებელია მხოლოდ ჯანდაცვის დაფინანსების წინაშე მდგარი 3 ძირითადი ამოცანის-რესურსების
მოზიდვა,მოზიდული რესურსების გაერთიანება და მომსახურების შესყიდვა-სრულყოფილად გადაჭრის
შემთხვევაში. დროული ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობის სერვისებზე-ჯანმრთელობის ხელშეწყობის,
პრევენციის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის კომბინაციაზე კრიტიკული მახასიათებელია,რომრლიც
ვერ იქნება მიღწეული კარგად ფუნქციონირებადი ჯანდაცვის დაფინანსების გარეშე.

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2017 ქეთევან ჯაფარიძე