Abstract
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის მართვისა და პრევენციის
ეროვნულმა ცენტრმა წყლის ფტორირება დაასახელა მეოცე საუკუნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის
მიღწევათა შორის პირველ ათეულში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად, მაინც არსებობს მრავალი
საწინააღმდეგო აზრი წყლის ხელოვნურად ფტორირებასთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ ფტორი
წარმოადგენს მნიშვნელოვან ქიმიურ კომპონენტს კარიესის პრევენციისათვის. მაგრამ მაღალი
კონცენტრაციით იგი უაღრესად ტოქსიურია და უარყოფითად მოქმედებს არამხოლოდ კბილის
ქსოვილზე, არამედ ტვინის ქსოვილებზე, კუნთებსა, თუ სისხლის უჯრედებზე.ფტორის დღიური
დოზირების კონტროლი შეუძლებელია.რადგან, თუ მოხდება მისი სასმელ წყალში ხელოვნურად
დამატება, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება მისი დღიური დოზის გაკონტროლება თითოეულ
ადამიანზე, ვინაიდან ყოველი ინდივიდი განსხვავებული რაოდენობით ღებულობს წყალს. ასე,
მაგალითად, ის ადამიანები, რომელთაც აქვთ დიაბეტი, თირკმლის პათოლოგიები, ან უბრალოდ
ათლეტები არიან, დღის განმავლობაში გაცილებით მეტი რაოდენობით ღებულობენ წყალს, ვიდრე სხვა
დანარჩენი ადამიანები.უფრო მეტიც, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც არ უნდა ხდებოდეს
სასმელი წყლის ფტორირება არის ინფორმირებული თანხმობის უგულებელყოფა. ინფორმირებული
თანხმობა წარმოადგენს სტანდარტულ წესს, რომელიც ვრცელდება ნებისმიერ მედიკამენტზე და
გულისხმობს პაციენტის ინფორმირებულობას აღნიშნული პრეპარატის შესახებ. წყლის ფტორირებით კი
მთავრობა აიძულებს მოსახლეობას მიიღოს პრეპარატი (ფტორის სახით), მიუხედავად მათი
თანხმობისა.შესაძლებელია სასმელი წყლის ხელოვნურად ფტორირება არ წარმოადგენს
ჯანმრთელობისათვის ძალზედ სერიოზულ საფრთხეს, მაგრამ ამავდროულად მისი თავიდან აცილება
შეიძლეა მოხდეს ძალიან მარტივად.მაშინ როდესაც არსებობს ეჭვი ამ ქიმიური ნივთიერების
ტოქსიურობის ირგვლივ, სჯობს ვიმოქმედოთ უსაფრთხოების პრინციპის მიხედვით, რომელიც მარტივად
რომ ვთქვათ გვეუბნება: „სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს“.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2017 მეგი შარაშენიძე, ნინო შარაშენიძე