Abstract
დღესდღეობით მედიცინაში მნიშვნელოვანი განხილვის საგანს წარმოადგენს ევთანაზია. შევეცდები ყველა
იმ ადამიანის ადგილას წარმოვიდგინო თავი, ვინც გაუსაძლის ტკივილს გრძნობს და მზადაა მიიღოს ეს
საბედისწერო გადაწყვეტილება და შევეცდები ვისაუბრო რელიგიურ, კანონიერ და ჰუმანურ ასპექტებზე
ევთანაზიასთან დაკავშრებით. ევთანაზია ( მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით ) ბერძნული სიტყვაა და
შედგება ორი ნაწილისაგან, - ''ეუ'' ნისნავს კარგს, ''თანატოს'' სიკვდილს. ევთანაზია ნიშნავს
სასიკვდილო სენით დაავადებული, ავადმყოფობის უკანასკნელ სტადიაზე მყოფი პაციენტებისათვის
სიცოცხლის განზრახ მოსწრაფებას, ავადმყოფობით გამოწვეული ძლიერი ტკივილებისა და ტანჯვისგან
განთავისუფლების მიზნით. ევთანაზიის ორი სახე არსებობს : პასიური და აქტიური. აქტიური
ევთანაზიის დროს, უკურნებადი დაავადების ტერმინალურ სტადიაზე მყოფი ავადმყოფის მიმართ
გამოიყენება ისეთი პრეპარატი, რომელიც აჩქარებს სიკვდილს, პასიური ევთანაზიის დროს კი წყდება
დამხმარე თერაპია XX საუკუნის პირველ ნახევარში ნაცისტურ გერმანიაში ევთანაზია
ხორციელდებოდა მასობრივი მასშტაბით იმათ წინააღმდეგ, ვინც იმ დროისთვის "ეკონომიკურ
ტვირთს" წარმოადგენდა, მეცნიერები და ექიმები იმ დროისთვის ე.წ. "რასობრივი ჰიგიენის"
პროპაგანდას ეწეოდნენ. მათი გავლენით ჰიტლერმა გამოსცა ბრძანება იმ ბავშვების რეგისტრაციის
შესახებ, რომლებიც დაავადებულნი იყვნენ ''მონღოლოიდურობით'', ჰიდროცეფალიით, ცერებრალური
დამბლით და სხვა სიმახინჯეებით. ამ კატეგორიას უკეთებდნენ ევთანაზიას ფენობარბიტალის ჭარბი
დოზის შეყვანით. ევთანაზია იყო საშულება ''საზოგადოებისათვის ზედმეტი ტვირთის
მოსაცილებლად''. სწორედ აღნიშნულზე დაყრდნობით, ევროპის უმეტესი ქვეყანა ერიდება მის
ლეგალიზებას, რათა არ მოხდეს ევთანაზიის ბოროტად გამოყენება. პასიური ევთანაზია
ლეგალიზებულია. ექიმებს შორის დამკვიდრებულია აზრი, რომ თუკი პაციენტის სიცოცხლე აპარატის
გარეშე შეუძლებელია, შესაძლებელია მისი გამორთვა, რადგნაც ხდება უკვე არა პაციენტის სიცოცხლის
შენარჩუნება, არამედ სიკვდილის გაჭიანურება. რაც შეეხება აქტიურ ევთანაზიას, იგივე ''ტკივილის
მომხსნელ ნემსს'' მასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი არსებობს. სხვადასხვა ქვეყნის
კანონმდებლობა აღნიშნულ საკითხს სხვადასხვაგვარად აგვარებს. ქვეყანათა ერთი ჯგუფი ევთანაზიის
ლეგალიზებას ახდენს, მეორე მას ჩვეულებრივ, მარტივ მკვლელობად განიხილავს, ხოლო მესამე ჯგუფი
დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემობად მიიჩნევს. საქართველოში პასიუნი ევთანაზია დაშვებულია,
რაც შეეხება აქტიურ ევთანაზიას, იგი დანაშაულად ითვლება, თუმცა პრივილეგირებულ დანაშაულთა
ჯგუფს მიეკუთნება და დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემობად არის აღიარებული. თუმცა
იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე
მუხლით ( მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით) აუცილებელია არსებობდეს რამდენიმე პირობა: 1)
მსხვერპლის მოთოხვნა უნდა იყოს არაერთჯერადი, იგი დაჟინებით უნდა ''ითხოვდეს სიკვდილს'', ეს
უნდა იყოს მისი ნება და მოთხოვნის დროს იგი უნდა იმყოფებოდეს საღ ჭკუაზე, და შეეძლოს
გადაწყვეტილების ნათელი გონებით მიღება; 2) ეს უნდა მოხდეს მხოლოდ მხოლოდ მომაკვდავის
ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მიზნით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აქტიურ
ევთანაზიას მრავალი მოწინააღმდეგე ყავს, რომელთაც საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტები მოყავთ
თავიანთი პოზიციის გასამტკიცებლად: ერთის მხრივ გამორიცხული არაა ადგილი ქონდეს შეცდომას
დიაგნოზში, მედიცინა დღითიდღე ვითარდება და გამორიცხული არ არის დღეს უკურნებადი
დაავადება ხვალ განურნებადი გახდეს, და შემი აზრით ყველა მთავარი არგუმენტი - ევთანაზია
შეუთავსებელია ექიმის პროფესიულ და საზოგადოებრივ ფუნქციასთან, იმ ნდობის ატმოსფეროსთან,
რომელიც უნდა სუფევდეს ექიმსა და პაციენტს შორის.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2017 სალომე ახალაია